09:04 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-07 18:22:47, 530 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე: ეს იყო ძალიან დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისადმი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროატლანტიკური საბჭოს მე-4 ვიზიტს ძალიან წარმატებულს უწოდებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ნატო-საქართველოს  კომისიის სხდომაზე ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის პროგრესი შეფასდა და  ცალსახად დაფიქსირდა, რომ საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიული, ეკონომიკური განვითარების და  თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით:

„ ეს იყო ძალიან დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისადმი. ეს არის მესიჯი საქართველოს მოქალაქეებისადმი,  რომ ჩვენ ჩვენი რეფორმებით, გდადგმული ნაბიჯებით ვუახლოვდებით  იმ  სივრცეს, რომელიც დაცულია, უსაფრთხოა, რომელიც პირველ რიგში აფასებს და პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, მართლწესრიგს და დემოკრატიას. ეს არის ის, რისკენაც საქართველო მიისწრაფის და რაცაა ქართველი ხალხის არჩევანი. ჩვენ ვიმსჯელეთ, ვარშავის სამიტის გადაწყვეტილების იმპლემენტაციაზე, იმ გაფართოებულ პაკეტზე და ახალ ინსტრუმენტებზე, რომელიც აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და ცალკეულმა ქვეყნებმა გამოხატეს დამატებითი ინტერესი  და მზაობა, ხელი შეუწყონ ორმხრივ რეჟიმშიც  ამ პაკეტის განხორციელებას, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ჩვენ ვისაუბრეთ  ასევე შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და საქართველოს მნიშვნელობაზე ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯები იყო გენერალური მდივნის მხრიდან  უკვე პრესკონფერენციაზე, სადაც  ეს ყველაფერი ცალსახად იყო ხაზგასმული, ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ დადასტურდა  ვარშავის სამიტზე და გაჟღერდა გენერალური მდივნის მხრიდან, რომ საქართველო აუცილებლად  გახდება ნატო-ს წევრი , ეს არის გადაწყვეტილება ბუქარესტის. ალიანსის წევრები რჩებიან ამ გადაწყვეტილების მხარდამჭერები, ეს არის დამოკიდებული უკვე წევრ ქვეყნებზე, ალიანსზზე და  საქართველოზე, თუ როგორ მიაღწევს პროგრესს ამ მიმართულებით და როგორ განხორციელდება საბოლოო მიზანი“,-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics