09:01 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-07 18:21:39, 633 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: სრულად ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას, რომელიც არჩევნებზე მმართველ პარტიას ეკისრება

სრულად ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ეკისრება მმართველ პარტიას არჩევნების დემოკრატიულობასა და გამჭვირვალობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მმართველმა გუნდმა ძალიან დიდი ძალისხმევა გაწია იმისათვის, რომ საპარლამენტო ერჩევნები საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყოს.

„8 ოქტომბრის არჩევნები არის მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, შევძლებთ, რომ შევინარჩუნოთ ის სტანდარტი, რომელიც იქნა ნაჩვენები საპრეზიდენტო და ადგილობრივ არჩევნებზე. თუმცა, ამ არჩევნების მნიშვნელობა გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, გაცილებით უფრო მაღალია, შესაბამისად, ფსონებიც უფრო მაღალია. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ეკისრება მთავრობას ამ შემთხვევაში და მმართველ პარტიას არჩევნების დემოკრატიულობასა და გამჭვირვალობაზე. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ძალისხმევა გაწეული უკვე იმისათვის, რომ ეს ერჩევნები იყოს მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოს უახლეს ისტორიაში. ჩვენ მოვიწვიეთ საერთაშორისო დამკვირვებლების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა იმისათვის, რომ მთელ წინასაარჩევნო პროცესს დააკვირდნენ. ასევე აღსანიშნავია, რომ 4 თვით ადრე გამოიცა არჩევნების განკარგულება პრეზიდენტის მხრიდან, ეს იყო კონსულტაციების შედეგი ბუნებრივია, და მთავრობის მხრიდან იქნა კონტრასიგნებული. ეს ნიშნავს იმას, რომ სტანდარტი წინასაარჩევნო პერიოდის ხანგრძლივობის საქართველოში, გაცილებით უფრო მაღალია. გატარებული იქნა წინასაარჩევნოდ სპეციალური საკანონმდებლო ცვლილებები იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაგვემკაცრებინა სისხლის სამართლის კოდექსი ფიზიკურ შეხლა-შემოხლასა და შეურაცხყოფაზე. მე ვფიქრობ ყველაფერი ამის გათვალისწინებით, გვაქვს ყველა წინაპირობა, გვქონდეს მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო არჩევნები“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„რა თქმა უნდა მე მაქვს პროგნოზები იმის, რომ ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ მოახდინა მნიშვნელოვანი გარდატეხა საქართველოს პოლიტიკურ სინამდვილეში, დაამკვირდა მაღალი პოლიტიკური სტანდარტი. აღარ არის მედიაზე ზეწოლა, ბიზნესზე ზეწოლა, თავისუფლების დაცვის ინდექსი არის გაორმაგებული და ეს აღიარებულია ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან. ვფიქრობთ, რომ ხალხი ამას აფასებს და მიიღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებას. ჩვენ ველოდებით ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics