09:03 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-07 17:29:03, 609 ნახვა

პოლიტიკა
სტოლტენბერგი: საქართველომ სერიოზული მსხვერპლი გაიღო ერთობლივლივი, ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიზნებისთვის

"საქართველომ სერიოზული მსხვერპლი გაიღო ერთობლივლივი, ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიზნებისთავის" - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ნატო-საქართველოს ურთიერთობა მყარია და ის კიდევ უფრო ძლიერდება.

"ძალიან დიდი მადლობა ბატონო პრემიერო, ძალიან დიდი მადლობა, რომ თქვენ ქვეყანაში მიმიღეთ არა მხოლოდ მე, არამედ მთელი ჩრდილოატლანტიკური საბჭო. ჩვენ ველით დღევანდელი და ხვალინდელი პროგრამის რეალიზაციას. ჩვენ შეხვედრაში აღნიშნული გახლავთ ძალიან სერიოზული გზავნილი მხარდაჭერისა და პარტნირობის დამადასტურებელი საქართველოსა და ნატოს შორის. ჩვენ, როგორც თქვენ უკვე ბრძანეთ, ჩავატარეთ ძალზე პროდუქტიული და წარმატებული შეხვედრა ნატო-საქართველოს კომისიის ჩართვებში და ჩვენ წარვმართეთ სიღრმისეული და პროდუქტიული დისკუსია საქართველოს როლზე ერთიანი უსაფრთხოების სფეროში. თქვენი ქვეყნის რეფორმების მიმართულებით და იმ პროგრესს და მიღწევებს, რომლებიც გაგაჩნიათ რეგიონში არსებული უსაფრთხოების სფეროებში. ნატოს და საქართველოს გააჩნია აღსანიშნავი ორმხრივ მხარდაჭერაზე დაფუძნებული ურთიერთობა. ჩვენი პარტნიორობა მყარია და კიდევ უფრო ძლიერდება, ნატო მადლიერია იმ სამსახურისთვის, რომელიც საქართველოს სამხედრო მოსამსახურეებმა გაწიეს ავღანეთში, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში და ჩვენი ძალისხმევის ჩარჩოებში, რათა წინ აღვუდგეთ ტერორიზმს. ხმელთაშუაზღვის რეგიონში. საქართველომ სერიოზული მსხვერპლი გაიღო ჩვენი ერთობლივი, ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიზნებისთავის და შეაქვს რა წვლილი ეროვნულ უსაფთხოებაში, საქართველო ასევე ახორციელებს საკმაოდ ამბიციურ თავდაცვის რეფორმებს ქვეყნის შიგნით. თქვენი მხარე აგრძელებს დემოკრატიული და სამოქალაქო ინსტიტურების გაძლირებას, რაც ეხმარება საქართველოს დაუახლოვდეს ნატოს. საქართველოს ხელში აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი, ნატოსა და ევროპისაკენ.  ნატო-საქართველოს პაკეტი, ერთ-ერთი ერთობლივი მომზადების ცენტრი უკვე ფუნქციონირებს. აღნიშნული მომზადების ცენტრი მიმართულია სამხედრო მოსამსახურეების მზადყოფნისთვის, ამაღლებისათვის და ასევე ყველა მოკავშირე მივესალმებოდით თბილისში თავდაცვის რეფორმას, ყველა რეფორმა და მიღწევა მნიშვნელოვანია საქართველოსა და ნატოსთვის და მივესალმები საერთო პროგრესს. ეს გახლავთ ქვაკუთხედები საქართველოსთვის, როგორც ნატოს ე.წ. ასპირანტი ქვეყნისთვის", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი განცხადებით, ნატო-ს ვარშავის სამიტზე, ნატო-ს ლიდერები მიესალმნენ ქვეყნის პროგრესს და ის დარმწუნებულია, რომ აღნიშნული პროგრესი გაგრძელდება.

"ნატოს სამიტზე ვარშავაში ივლისში ნატოს ლიდერები მიესალმნენ იმ სერიოზულ პროგრესს რომელიც საქართველომ აჩვენა და დარმწუნებული ვარ, რომ აღნიშნული პროგრესი გაგრძელდება, რაც მოიცავს საკონსტიტუციო, საარჩევნო რეფორმებს, საქართველოს ურყევი პროგრესის ჭრილში ჩვენ ველოდებით მომავალ არჩევებს, რომელმაც უნდა დაააკმაყოფილოს უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების მოთხოვნები, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების ჭრილში. ეს მნიშვნელოვანია ნატოსთვის, რადგან ნატო გახლავთ ღირებულებების ერთობა, რაც მოიცავს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და კანონის უზენაისობას მე ვფიქრობ, ეს ღირებულებები მეტს იძენს საქართველოს მოსახლეობისათვის და თქვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური აღმავლობისთვის", - განაცხადა მან.

მისივე თქმით, ჩრდილოატლანტიკური საბჭთო კიდევ ერთხელ შეიკრიბა თბილისში, რათა კვლავ გამოხატონ მათი ერთგულება და ვალდებულება საქართველოს მიმართ.

"ბატონო პრემიერო, ვარშავაში, ნატოს ლიდერებმა გამოხატეს თავისი ურყევი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსადმი. დღეს ჩრდილოატლანტიკური საბჭო თბილისში შეიკრიბა, რათა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი ერთგულება და ვალდებულებები თქვენი ქვეყნის მიმართ. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას და თქვენი იმედი გვაქვს, დიდი მადლობა"- განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

შეგახსენებთ,  ნატოს გენერალური მივანი იენს სტოლტენბერგი თბილისს დღეს ეწვია. საქართველოში ის ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებთან ერთად ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფოს მინისტრი დავით ბაქრააძე, საგარეო საქმეთა მინსიტრის მოადგილე, ნატოში საქართველოს ელჩი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე დახვდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics