|
2016-09-07 18:01:27, 626 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ალიანსის წევრებმა საქართველოს პროგრესი ერთხმად აღიარეს
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საბჭოს წევრებმა დემოკრატიზაციის, ეკონომიკური და სამხედრო უსაფრთხოების სფეროში რეფორმების მიმართულებით საქართველოს პროგრესი ერთხმად აღიარეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო ალიანსის მიერ აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორი. „დღეს საქართველოში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რიგით მეოთხე ვიზიტი დაიწყო. ეს ვიზიტი ალიანსის საქართველოსადმი პოლიტიკური მხარდაჭერისა და პრაქტიკული თანამშრომლობის დინამიკური განვითარების მნიშვნელოვანი გზავნილია. საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს ნატოში ინტეგრაციას უჭერს. მადლობა მინდა მოვახსენო ალიანსს საქართველოს დემოკრატიული განვითარების, რეფორმების, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერისათვის. გვქონდა ძალზედ ნაყოფიერი შეხვედრა. მოხარული ვარ, რომ ნატო-ს გენერალური მდივნისთვის საქართველოში მიმდინარე პროცესების გაცნობის საშუალება მომეცა - დემოკრატიული რეფორმები, საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება და ამასთან, განგვეხილა ნატო-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. მათ შორის კონკრეტული ნაბიჯები ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ აღნიშნული თემების განხილვა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს წევრების მონაწილეობით გაგრძელდა. „კომისიის შეხვედრა ძალიან პროდუქტიული და ინფორმაციული გახლდათ, მსგავსად ჩვენი ორმხრივი შეხვედრისა. მოხარულები ვართ, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საბჭოს წევრებმა დემოკრატიზაციის, ეკონომიკური განვითარების და სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში რეფორმების განვითარების კუთხით ერთხმად აღნიშნეს საქართველოს პროგრესი. როგორც უელსის, ასევე ვარშავის სამიტებზე საქართველოსთან მიმართებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ალიანსის წევრობის კანდიდატი საქართველო ალიანსის მიერ აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორი. ამასთან აღიარებულია, რომ საქართველოს ნატო-ში გასაწევრიანებლად ყყველა შესაძლო ინსტრუმენტი გააჩნია, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი. თავდაცვის სფეროში აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა პროექტებზე მუშაობა, რაც ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციასა და ბრძლისუნარიანობის გაზრდას ემსახურება. ჩვენი ოფიცრები და ჯარისკები ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მხარდამხარ იბრძვიან საერთო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სწორედ მათი დამსახურებაა რომ საქართველო დღეს ალიანსის ერთ-ერთ სანდო და ქმედით პარტნიორადაა აღიარებული. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის წინაშე. ერთ თვეში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. მთავრობა მოწადინებულია ის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩაატაროს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა შეგახსენებთ, ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში იქნება რიგით მეოთხე, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საბჭოს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ისტორიაში.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)