18:04 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-07 16:36:31, 724 ნახვა

პოლიტიკა
საქართველო-ჩინეთის მთავრობებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ და ჩინეთის ადამიანური რესურსებისა და სოციალური უსაფრთხოების მინისტრმა, იან ვეიმინმა საქართველო-ჩინეთის მთავრობებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობათაშორისი დოკუმენტი სოციალური პოლიტიკისა და სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად.

დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველო - ჩინეთის მთავრობებს შორის გაფორმებული დოკუმენტი სტრატეგიული მნიშვნელობის იქნება. „დღეს ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება ერთი მხრივ, სოციალურ პოლიტიკაში გამოცდილების გაზიარების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით, ასევე ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ პროექტში, რომელსაც აბრეშუმის სარტყელი ეწოდება,“ - განმარტა ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა საქართველოს სოციალური სისტემა, შრომისა და დასაქმების პოლიტიკა, შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგია, დასაქმების სარეკლამო მომსახურება და სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების საკითხები მიმოიხილეს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დაიწყო და 10 სექტემბერს დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
რასა იუკნევიჩიენე - ხოშტარიას ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ბადრი ჯაფარიძესა და გორდულაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics