09:04 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-07 16:22:01, 593 ნახვა

პოლიტიკა
„ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის მტკიცე ნებაა და მთავრობა ყველაფერს აკეთებს ამ არჩევანის განსამტკიცებლად“

„ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის მტკიცე ნებაა და მთავრობა ყველაფერს აკეთებს ამ არჩევანის განსამტკიცებლად“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა,  დღეისთვის რეგიონში და ზოგადად ევროატლანტიკურ არეალში შექმნილია საკმაოდ რთული უსაფრთხოების გარემო.

„ეს შევხედრა არის ნატო ვარშავის სამიტის უმნიშვნელოვანესი პროცესის ნაწილი, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ისახავს მიზანდ და ქვეყნის ნატოში  გაწევრიანების მომზადებას. ნატოში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის მტკიცე ნებაა და მთავრობა ყველაფერს აკეთებს ამ არჩევანის განსამტკიცებლად. დღეისთვის ჩვენს რეგიონში და ზოგადად ევროატლანტიკურ არეალში შექმნილია საკმაოდ რთული უსაფრთხოების გარემო. გამოწვევები რომელიც დღეს ჩვენს იწნაშეა ასიმეტრიული ხასიათისაა და ახლებურ მიდგომებს მოითხოვს. ამ კონტექსტში ნატოს როგორც ყველაზე წარმატებულ ალიანსს განსაკუთრებული ფუნქცია ეკისრება“,-განაცხადა  კვირიკაშვილმა.

პრემერმა სტოლტენბერგს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის დიდი პატივია უმასპინძლოს ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს.

„ჩვენთვის დიდი პატივია ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს საქართველოში ვუმასპინძლოთ. მინდა წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს მივესალმო და საქართველოს ხმარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო. ბატონო გენ მდივანო ასევე მადლობა მინდა გადაგიხადოთ საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილეს მოლოცვისთვის. ეს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი მშენებლობის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო“,-აღნიშნა კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics