09:03 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-07 14:55:10, 593 ნახვა

პოლიტიკა
გელა სამხარეული ამომრჩევლებს შეხვდა

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გელა სამხარაულმა მორიგი შეხვედრა ქალაქ ახმეტის ამომრჩეველთან გამართა.

როგორც "ექსპრესნიუსს" პარტიის პრეს-სამსახურმა აცნობა, ინფრასტრუქტურისა და საყოფაცხოვრებო პირობების მოწესრიგებასთან ერთად, მოსახლეობა კანდიდატს ქალაქში საავადმოფოს საჭიროების აუცილებლობაზე ესაუბრა.

გელა სამხარაულმა რეგიონულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, ის მიღწევები მიმოიხილა, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროში განხორციელდა. ისაუბრა თვითმმართველობებზე, როგორც მართვის და რეგულირების ყველაზე ეფექტიან მოდელზე, იმ სამომავლო პერსპეტქივებზე, რაც ქვეყანას სიმშვიდისა და სტაბილურობის განცდამ შეუქმნა.

„სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გარეშე ვერ შევძლებთ სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრას, ეს პოლიტიკა მოაგვარებს სოცილურ საკითხებს, გადაჭრის უმუშევრობის პრობლემებს. ჩვენ ამ სწორ გზაზე ვდგავართ. დღეს სახელმწიფოში უზრუნველყოფილია თანაბარი სასტარტო პირობები იმისთვის, რომ შესაძლებლობების თავისუფლად გამოვლენა და განვითარება შეძლოთ. დღეს სახელმწიფო თითოეული თქვენგანის გვერდით დგას კონკრეტული ფინანსებით, კონკრეტული პროგრამებით და რაც მთავარია, გასაღების ბაზრების ხელმისაწვდომობით. მინდა ამ პროცესების აქტიური მონაწილეები გახდეთ და მერწმუნეთ, თქვენი ცხოვრება გახდება უკეთესი”, - განაცხადა გელა სამხარაულმა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics