|
2016-09-07 12:59:20, 1405 ნახვა
სამართალი
სამართლის საზაფხულო სკოლას მწერალი გიორგი კეკელიძე ესტუმრა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ სამართლის საზაფხულო სკოლა გრძელდება. სკოლის მონაწილეებს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, პოეტი და პროზაიკოსი გიორგი კეკელიძე შეხვდა. პროექტი იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში მიმდინარეობს. სტუმარმა ახალგაზრდებთან წიგნისა და განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. გაიმართა დისკუსია განათლებისა და წიგნიერების როლზე საზოგადოებაში. თითოეულ მათგანს ჰქონდა შესაძლებლობა წაკითხული წიგნებიდან საინტერესო თემები და პერსონაჟები დაესახელებინა. შეხვედრის ფორმატში იმსჯელეს ლიტერატურაში დანაშაულის ფენომენსა და პრევენციაზე. ისაუბრეს არაფორმალურ განათლებაზე, სამოქალაქო აქტიურობასა და ამ მიმართულებით ახლაგაზრდების უმნიშვნელოვანეს როლზე. გიორგი კეკელიძე დაინტერესდა ახალგაზრდებისთვის სასურველი წიგნებით, განიხილა რამდენიმე ნაწარმოები, დადებითი და უარყოფითი პერსონაჟებით. სტუმარმა რამდენიმე მონაწილეს საჩუქრად „გურული დღიურები“ გადასცა. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ სამართლის საზაფხულო სკოლის მიზანია მაღალმთიან რეგიონებსა და სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების მხარდაჭერა, მათში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება. პროექტისთვის, ქვეყნის მასშტაბით, მაღალმთიან რეგიონებსა და სოფლად მცხოვრები 14-18 წლის 26 მოზარდი შეირჩა. საზაფხულო სკოლაში ახალგაზრდები ესწრებიან სამართლებრივ ლექცია/სემინარებს, ტრენინგებს არაფორმალური განათლების მიმართულებით; ისმენენ საზოგადოებისთვის ცნობილი და წარმატებული ადამიანების საჯარო ლექციებს. თეორიული მასალის გარდა, ტარდება გუნდური თამაშები, სახალისო სავარჯიშოები, ფილმების ჩვენება და სხვა. სამართლის საზაფხულო სკოლა 5 სექტემბერს გაიხსნა და 9 სექტემბერს დასრულდება. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამები 16 ქალაქში მიმდინარეობს, რომელთა მიზანია არასრულწლოვნებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა.
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)