02:09 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-07 12:57:18, 1047 ნახვა

საზოგადოება
ჯეჯელავა: ლისის ტბაზე სტუდენტური საცხოვრებელი მომავალ კვირაში გადმოგვეცემა

ლისის ტბაზე აშენებული სტუდენტური საცხოვრებელი მომავალ კვირაში იურიდიულად გადმოგვეცემა, - ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, საცხოვრებლის ორი მესამედი დაეთმობა 2 კრიტერიუმით შერჩეულ სტუდენტებს - სოციალური საჭიროება და წარჩინებული, ანუ მაღალი აკადემიური მოსწრება.

„სტუდენტები იმ პირობით იცხოვრებს საერთო საცხოვრებელში, რომ მას აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება და მეორე პირობა ქინება, რომ სოციალურად არ აქვს საშუალება რომ დააფინანსოს თავისი ცხოვრება. ამ წესის დამუშავებით დაკავებული არიან სტუდენტები, ჩვენი შექმნილი პრატფორმის ფარგლებში. გვინდა, რომ ეს სისტემა მთლიანად სტუდენტების ხელში იყოს. 10 000 განაცხადია შემოსულია და საუბარია 300 ადგილზე, გაცილებით მეტი სტუდენტური საცხოვრებელი გვჭირდება რეალურად ვიდრე ვთავაზობთ. საუბარია, რომ აკადემიურობა იქნება გადამწყვეტი. ამასთან, სოციალურად დაუცველის ქულებზე არ იქნება დამოკიდებული, ვისაც არ აქვს საშუალება საცხოვრისით უზრუნველყოს სახლი, მათ გავათავსებთ“, - აღნიშნა ჯეჯელავამ.

განათლების მინისტრმა მოუწოდა საზოგადოებას აღნიშნულ სტუდენტურ საცხოვრებელს შეხედოს როგორც არა გაჭირვებულების ქალაქს, არამედ საოცრად მაგარი სტუდენტების ქალაქს.

როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, სამინისტრო დაკომპლექტების 2 მიმართულებას იხილავს.

„ერთი არის უცხოელი სტუდენტების საკითხი. მოგეხსენებთ, რომ სერიოზულად ვაპირებთ უცხოელი სტუდენტების საქართველოში სწავლის ხელშეწყობას. დაახლოებით 110-120 ადგილი გვინდა დავუთმოთ უცხოელ სტუდენტებს, რომლებიც ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ისწავლიან“, - განაცხადა მინისტრმა.

ჯეჯელავას განმარტებით, საცხოვრებელში ყველა კურსის სტუდენტები განთავსდებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics