02:11 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-06 16:50:31, 698 ნახვა

საზოგადოება
14 დევნილ ოჯახს თბილისში ბინა გადაეცა

14 დევნილი ოჯახი თბილისში, გახოკიძის ქ.N62-ში მდებარე ახალაშენებულ კორპუსში ბინის მესაკუთრე გახდა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა დევნილ ოჯახებს გასაღებები გადასცეს და ახალი ბინები მათთან ერთად დაათვალიერეს.

აღნიშნული ოჯახები წლების განმავლობაში ყაზბეგის ქ. 34-ში კერძო კომპანიის საკუთრებაში არსებულ შენობაში ცხოვრობდნენ.

 სამინისტროსა და კერძო მესაკუთრეს შორის მოლაპარაკების შედეგად, დევნილები თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ კორპუსში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ, რომლებიც მათ საკუთრებაში გადაეცემათ.

დევნილთა და განსახლების მინისტრის განცხადებით, ეს  არის სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის წარმატებული მაგალითი.

„ეს არის ძალიან კარგი მაგალითი სახელმწიფოსა და კერძო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის.  დევნილი ოჯახები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ უმძიმეს პირობებში  ყაზბეგის გამზირზე,  სადაც იგეგმება 7-მილიონიანი  ინვესტიციის განხორციელება.  ჩვენ შევთანხმდით ინვესტორთან და დევნილი ოჯახებისთვის ბინების შესყიდვა თანადაფინანსებით განხორციელდა - 50% სამინისტრომ, ხოლო 50% შპს „4 კენმა“  დაფარა.  დევნილები თავიდანვე იყვნენ ჩართულები ბინების შერჩევის პროცესში,  როგორი უნდა ყოფილიყო ოთახების განლაგება,  რა ფერად შეეღებათ  კედლები და ასე შემდეგ, ბუნებრივია იმ თანხის ფარგლებში რაც იყო გამოყოფილი.   ყაზბეგის გამზირზე არსებული შენობის ნახევარი, რომელიც  ავარიული იყო შარშან დავცალეთ, დევნილი ოჯახების ნაწილი კი  წელს გადმოვიყვანეთ ახალ ბინებში.  ჩვენ მუდმივად ვაგრძელებთ თანამშრომლობას ასეთ კომპანიებთან, რომლებსაც აქვთ ინვესტიციების განხორციელების სურვილი და მთლიანობაში წელს თბილისში საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობის ფარგლებში ახალ ბინებში გადაყვანილია 40-მდე დევნილი ოჯახი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა

დევნილი ოჯახებისთვის ბინები სამშენებლო კომპანია „ტეტრისის“  მიერ ახალაშენებულ კორპუსში იქნა შესყიდული.

(NS)

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics