20:33 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-11 13:28:29, 605 ნახვა

ეკონომიკა
დავით სერგეენკო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

შომის ჯამრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა და დანერგვაზე ისაუბრეს.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნლისტებს განუცხადა, შრომის ბაზრის კვლევა მიმდინარე წლის თებერვლიდან მიმდინარეობს.
მისი თქმით, კვლევის პირველი მონაცემები აპრილში იქნება ცნობილი.
„უმუშევრობასთან ბრძოლის მნიშვნელოვან იარაღს, შრომის ბაზრის შესახებ იფორმაციის სისტემატიზაცია და კვლევების ინსტიტუციონალიზმი წარმოადგენს, რაც შესაძლებლობას იძლევა ინფორმაციის ანალიზზე დაყრდნობით, მივიღოთ ადეკვატური გადაწყვეტილებები, როგორც სამთავრობო პოლიტიკის ასევე სამუშაოს მაძიებლის დონეზე.  კერძოდ შრომის ბაზრის ანალიზი შესაძლებლობას მოგვცემს გამოვკვეთოთ მოთხოვნადი პროფესიები და კვალიფიკაციები, ბაზრის დინამიკა და განვითარებადი პროფესიები, რაც დაეხმარება მთავრობას განათლებასთან მიმართების პოლიტიკის ჩამოყალიბებაში, ხოლო სამუშაოს მაძიებელს კარიერული განვითარების სწორად დაგეგმარებაში“,-განაცხადა სერგეენკომ.
შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების მიზნით, საქართველოს მთავრობამ დოკუმენტი 6 დეკემბერს დაამტკიცა.
მინისტრის თქმით, აღნიშნული საჭიროება შრომის ბაზრის შესახებ სტატისტიკური არასრული ინფორმაციის არ არსებობამ განაპირობა.
„კვლევა უპრეცედენტოა როგორც მიზნობრიობის, ასევე მისი მაშტაბურობის გათვალისწინებით. დამსაქმებელთა შესწავლა განხორციელდება მათი ეკონომიკური საქმიანობის გათვალისწინებით და კვლევის დასრულებისას შესაძლებლობა გვექნება მაქსიმალურად მიახლოებული სიზუსტით განვსაზღვროთ საქართველოს შრომის ბაზრის პოტენციალი, პროფესიებისა და აუცილებელი კომპეტენციების კუთხით. ინფორმაცია საფუძველს ჩაუყრის საგანმანათლებლო პოლიტიკის სწორ დაგეგმვას, ვინაიდან განისაზღვრება მონთხოვნადი პროფესიების რაოდენობა“,-აღნიშნა სერგეენკომ
როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, კვლევაში მონაწილეობას 6 220 დამსაქმებელი მიიღებს.
სამინისტროში შეხვედრაზე ბიზნეს სექტორის წარმომადგენელთა შორის,  იყვნენ ქართული ლუდის კომპანია „ზედაზენის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსი კახა პაიჭაიძე, კომპანია „ავერსის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, ასევე ამავე კომპანიის ადამიანური რესურსების განყოფილების უფროსი ეკატერინე მჭედლიშვილი, „ბანკი რესპუბლიკას“ წარმომადგენელი თეონა სამსონაძე, „ბაზის ბანკის“  წარმომადგენელი დავით კაკაბაძე, „ვისოლ პეტროლიუმის“ წარმომადგენელი თიკა ქერაშვილი, ასევე „სმარტი“, „ვედნიდის“ და „დანქინ დონატსის“  წარმომადგენელი რუსუდან სანიკიძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics