|
2016-09-06 12:46:00, 724 ნახვა
საზოგადოება
„არა ფობიას“ „პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატს რასისტული გამოთქვმისთვის აკრიტიკებს
სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას“ პატრიოტთა ალიანსის საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატის ზაზა მამალაძის რასისტულ განცხადებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვხატავთ შეშფოთებას პატრიოტთა ალიანსის საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატის, ზაზა მამალაძის მიერ 23 აგვისტოს მედია-კავშირ “ობიექტივის” ეთერში გაკეთებული რასისტული განცადების გამო. კერძოდ, მან განაცხადა: ზაზა მამალაძე, პატიოტთა ალიანსი: „აი, საბურთალოზე, ჩვენთან, იქ გავლა აღარ მინდა რაა. რატო არ მინდა იცით? იმიტომ, რომ ამ სამედიცინო ინსტიტუტის გადამკიდე, თუკი ვინმე შავი იყო დედამიწის ზურგზე, ყველა იქ ჩამოვიდა, რაა... არ შეიძლება, რომ ჩამოდიან უგამოცდოდ ღებულობენ აქ იმეებს, რაა. ეგ როგორ არის, როგორ ხდება?! და აღარ მინდა აქ ესე გავლა და ამიტომ, მე... ადრე იყო სიმღერა რა, რაცა „ყარს, ყარს, ყადიდარარირი..." ახლა არის საბურთალოზე იგივე მდგომარეობა. ამას ჩვენ მივხედავთ რა, ისე კი არა რო ვინმე, გაუმარჯოს ყველას თავის ერაყში და ინდოეთში და იმაში კაცო, მე ჩემი ქალაქი და ჩემი ქვეყანა დამანებეთ! როგორმე მივხედავ რაა!" მიგვაჩნია, რომ პოლიტიკოსთა საჯარო სიცრცეში გაკეთებული მსგავსი განცხადებები ხელს უწყობს საზოგადოებაში ქსენოფობიური და რასისტული განწყობების გაჩენას და გაძლიერებას, რაც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებათა წესრიგს, რომელიც დეკლარილებულია საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული უნივერსალური საერთაშორისო დოკუმენტებით. შემაშფოთებელია, როცა პოლიტიკური პარტია ამომრჩეველთან კომუნიკაციისას კაპიტალიზაციას სიძულვილის ენაზე და შეუწყნარებლობაზე ახდენს, ნაცვლად იმისა, რომ ფოკუსირება იმ საკითხებზე მოახდინოს, რაც საზოგადოებრივი აზრის კვლევებით მოქალაქეებისთვის პრობლემატურია. ქართულ პოლიტიკურ დისკურსში სიძულვილის ენის პრობლემაზე ყურადღება ევროპის საბჭოს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) საქართველოს შესახებ მეხუთე ციკლის ანგარიშშიც არის გამახვილებული. პატრიოტთა ალიანსის მხრიდან სიძულვილის ენის გაღვივებაზე მედიის შინაარსობრივი მონიტორინგიც მიუთითებს. მოვუწოდებთ პატრიოტთა ალიანსს და მის ცალკეულ წევრებს, უარი თქვან სიძულვილის ენის გამოყენებაზე და წინასაარჩევნო კამპანიისას თვითრეგულირების ფორმატში რეაგირება მოახდინონ შეუწყნარებლობის ნებისმიერ გამოვლინებაზე, რათა ცალკეული ჯგუფების მიმართ შეუწყარებლობა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისა და ელექტორალური შედეგის მიღწევის საშუალებად არ აქციონ", - ნათქვამია განცხადებაში. მედიის განვითარების ფონდი (MDF) საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI) საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) კავშირი საფარი კონსტიტუციის 42-ე მუხლი ბალტიის და შავი ზღვის ალიანსი LGBT საქართველო ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)