06:16 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-06 10:00:12, 691 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე LIBE-ს გადაწყვეტილებაზე: ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მხარდაჭერა ყველა ინსტიტუციისგან

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძეს განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ საქართველო სავიზო ლიბერალიზაციას უახლოს მომავალში მიიღებს. 

მინისტრის განმარტებით, საქართველოს ამ პროცესში ყველა ინსტიტუციისგან პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს. 

”მნიშვნელოვანია, რომ ეს მრავალპარტიულად იყო მხარდაჭერილი. მას პრაქტიკულად ყველა ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიამ დაუჭირა მხარი. ეს არის სწორედ მნიშვნელოვანი მუშაობის შედეგი როგორც წინასწარ, სამოქმედო გეგმაზე, ასევე შემდგომ ევროპარლამენტარებთან და საბჭოსა და კომისიაში. ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მხარდაჭერა ყველა ინსტიტუციისგან. ამიტომ, იმედი გვაქვს უახლოეს მომავალში ეს სარგებელი ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს მოსახლეობისთვის”, - განაცხადა ბაქრაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი გუშინ დაუჭირა. საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას კომიტეტის 44 წევრმა მისცა ხმა, წინააღმდეგი 5 იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics