20:40 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-05 20:20:05, 1284 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველო-ლიტვის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომას წარუძღვება

6 სექტემბერს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ლიტვის ეკონომიკის მინისტრს ევალდას გუსტასს შეხვდება. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, დიმიტრი ქუმსიშვილი და ევალდას გუსტასი, როგორც საქართველო - ლიტვის მთავრობათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარეები, აღნიშნული კომისიის მეორე სესიას წარუძღვებიან. კომისიაში წარმოდგენილი არიან საქართველოსა და ლიტვის სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები. 


კომისიის ფარგლებში, კომისიის წევრები გაცვლიან ინფორმაციას ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით. მხარეები ასევე განიხილავენ თანამშრომლობის პერსპექტივებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა და ინვესტიციები, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ინტელექტუალური საკუთარების დაცვა, ჯანმრთელობის დაცვა, კულტურა და ა.შ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics