2016-09-05 17:12:34, 1827 ნახვა
სამართალი
ყიფშიძეზე დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა
ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცი რამდენიმე წუთის წინ ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვლილი 1971 წელს დაბადებული მამაკაცია. ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" შსს-ში დაუდასტურეს.
როგორც ცნობილია, უცნობმა პირმა პროფილაქტიკაში მანქანა მიიყვანა, ხელოსანმა კი მას დაცდა სთხოვა, რის შემდეგაც მან სროლა ატეხა. პროფილაქტიკის დაჭრილი თანამშრომელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ოპერაციის გაკეთება ვერ მოხერხდა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან