|
2016-09-05 16:20:06, 1778 ნახვა
სამართალი
აგრო-საინვესტიციო სესხი - ახალი შეთავაზება ფერმერებს თიბისი ბანკისგან
თიბისი ბანკის სათაო ოფისში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ პრესკონფერენცია გამართეს და საზოგადოებას ახალი საბანკო პროდუქტი, აგრო-საინვესტიციო სესხი წარუდგინეს. პირველად საქართველოში თიბისი ბანკი და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგრო სექტორში ჩართულ პირებს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, უპრეცედენტო პროდუქტს აგრო-საინვესტიციო სესხს სთავაზობენ, რომელიც პროექტ "შეღავათიანი აგროკრედიტის" ფარგლებში ხორციელდება. 20 000 ლარიდან 600 000 აშშ დოლარამდე საინვესტიციო სესხით სარგებლობა ფერმერებს მრავალწლიანი ბაღების გასაშენებლად, გრძელვადიანი საშეღავათო პერიოდით შეუძლიატ. სესხის პროცენტს ნაწილობრივ, ან სრულად სახელმწიფო საფარავს. ფერმერი კი სესხის გადახდას მას შემდეგ დაიწყებს, როცა გაშენებული ბაღი მსხმოიარობაში შევა. საშეღავათო პერიოდი, რა დროსაც მსესხებელი სესხს არ იხდის, მაქსიმუმ 5 წელია. "ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. თითოეული პროექტი, რომელიც ფინანსურ რესურსებზე უფრო მეტ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს, არის მისასალმებელი.თიბისი ბანკს მინდა ამ ინიციატივისთვის დიდი მადლობა გადავუხადო.მნიშვნელოვანია საშეღავათო პერიოდი, რომელსაც ეს კონკრეტული პროექტი ითვალისწინებს. ინდივიდუალური პროექტია, მაგრამ აქვს პროექტის სახე, რაც მნიშვნელოვანია.ძალიან კარგი წამოწყებაა",-განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ. ამ ეტაპზე აგრო-საინვესტიციო სესხი იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც ფლობენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მინიმუმ 1 ჰექტარ ფართობს და დაინტერესებულები არიან მრავალწლიანი ნარგავების გაშენებით. აგრო-საინვესტიციო სესხით სრულად დაფინანსდება ბაღის გაშენება და მისი შემდგომი მოვლა-ნარგაობის პროცესი სრულ მსხმოიარობამდე. პარალელურად, ფერმერს შეუძლია ისარგებლოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტით "დანერგე მომავალი", სადაც ის გრანტის სახით მიიღებს ნერგების ღირებულების მაქსიმუმ 70% და სარწყავი სისტემის მაქსიმუმ 50%-ს. სესხის აღების მსურველებმა უნდა მიაკითხონ თიბისი ბანკის ფილიალებს. "ჩვენს მიერ დაანონსებული პროდუქტი უნიკალურია. ფერმერებს, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს, საშუალება ეძლევათ გრძელვადიანი დაფინანსების მიღების, რომლებიც მოხმარდება ბაღების გაშენებას. მოცულობას რაც შეეხება, ეს შეიძლება იყოს მინიმუმ 20 000 ლარიდან მაქსიმუმ 600 000 დოლარამდე. მაქსიმუმ 5 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის სამინისტრო გადაიხდის პროცენტს. რაც შეეხება ბანკისთვის სესხის დაბრუნებას, ამ შემთხვევაში ძირი თანხის დაბრუნება დაიწყება მაქსიმუმ 5 წლის თავზე",-აღნიშნა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. აგრო-საინვესტიციო სესხი ერთადერთი პროდუქტი არ არის, რომლითაც თიბისი ბანკი აგრობიზნესის განვითარების ხელშეწყობას ცდილობს. ბანკი 2013 წლიდან ჩართულია სახელწმიფო პროგრამებში-"შეღავათიანი აგროკრედიტი" და "აწარმოე საქართველოში". აღნიშნული პროექტების ფარგლებში სოფლის მეურნეიობის განვითარების მიზნით, თიბისი ბანკმა 8000-მდე მომხმარებელზე 320 მლნ ლარის ოდენობის სესხი გასცა.
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)