20:39 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-05 15:51:07, 1300 ნახვა

ეკონომიკა
ქუთაისის აეროპორტში, Wizz Air-ის პირველი ბაზა 23 სექტემბერს გაიხსნება

ავიაკომპანია Wizz Air-ი საქართველოში პირველ წარმომადგენლობას 23 სექტემბერს გახსნის. 

რეგიონში ავიაკომპანიის პირველი ბაზა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გაიხსნება. "კომერსანტის" ინფორმაციით, ქართულ წარმომადგენლობას ფინანსურ და საკონსულტაციო მომსახურებას ქართული კომპანია Financial Outsource გაუწევს.

როგორც Financial Outsource-ის გენერალური დირექტორი გიორგი ხატიაშვილი განმარტავს, ამ დროისთვის უკვე დასრულების პროცესშია ყველანაირი სახის საორგანიზაციო და ტექნიკური საკითხების მოგვარება.

მისი განცხადებით, უნგრული კომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპისკენ შვიდ ახალ მიმართულებასაც დაამატებს. ესენია: ქუთაისი-ბერლინი, ქუთაისი-მიუნხენი, ქუთაისი-მილანი, ქუთაისი-დორტმუნდი, ქუთაისი-სალონიკი, ქუთაისი-ლარნაკა და ქუთაისი-სოფია.

მისივე ინფორმაციით, ავიაკომპანიას ეყოლება 40-მდე თანამშრომელი, მათ შორის საკუთარი პილოტები და ეკიპაჟი.

ავიაკომპანია Wizz Air-ი, რომელიც საქართველოში 2012 წლიდან ოპერირებს, ამ დროისთვის ევროპის რამდენიმე ქალაქში დაფრინავს. მათ შორის, ქუთაისიდან მგზავრების გადაყვანა ვარშავის, კატოვიცეს, ბუდაპეშტის, ლიტვისა და მიმართულებით ხდება.

Wizz air-მა ავიარეისების რაოდენობის გაზრდა და დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საკუთარი ბაზის დაფუძნება მიმდინარე წლის მაისში დააანონსა. მაშინ Wizzair-ის კომუნიკაციების დირექტორმა დაგ ოლივიერმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირების ტოლფასია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics