|
2015-01-09 19:41:54, 360 ნახვა
პოლიტიკა
ედგარს რინკევიჩსი: ლატვია მზადაა, რიგის სამიტისთვის მაქსიმალური შედეგის მისაღწევად საქართველოს დაეხმაროს
ლატვია კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, დაეხმაროს საქართველოს რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის მაქსიმალური შედეგის მისაღწევად, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა. თავის მხრივ, პრემიერმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველო, რიგის სამიტზე კონკრეტული შედეგის დემონსტრირებისთვის ყველაფერს გააკეთებს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროკავშირის საბჭოს ლატვიის თავმჯდომარეობის პერიოდში თანამშრომლობის პერსპექტივებსა და მოლოდინებზე. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობა. საუბარი კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროში ურთიერთობების გააქტიურებასაც შეეხო.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)