|
2016-09-05 15:37:19, 897 ნახვა
საზოგადოება
ოთარ დანელიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარადგინა
საქართველოს მთავრობის პროექტის „საქართველოს მთავრობა - ღია მმართველობისთვის“ ფარგლებში, ოთარ დანელიამ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის რანგში ბოლო, შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა. ოთარ დანელიამ მოწვეულ სტუმრებს აგრარული დარგის განვითარების მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დარგში მიღწეული პოზიტიური შედეგები სახელმწიფოს მიერ შემუშავებულმა სწორმა პოლიტიკამ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების აქტიურმა მხარდაჭერამ და კერძო სექტორის ჩართულობამ განაპირობა. „მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობის განვითარება პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა. შეიქმნა დარგის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ჩვენ მიზნად დავისახეთ, შევქმნათ ისეთი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს აგროსასურსათო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სურსათის უვნებლობასა და სოფლად სიღარიბის დაძლევას. ჩვენ დღეს დარგის განვითარების მიმართულებით მიღწეულ წარმატებებზე საუბარი შეგვიძლია. ბოლო 4 წელიწადში 10-ჯერ გაიზარდა ბიუჯეტი, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში გაცემულია 26 000-ზე მეტი სესხი, გაფართოვდა-გადიარაღდა 700 და შეიქმნა 150 ახალი საწარმო; 2013 წლიდან 700 ათასზე მეტი ბენეფიციარი იღებს დახმარებას მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, ხორციელდება აგროდაზღვევის პროგრამა, ჯამში გაცემულია 28 000 პოლისზე მეტი; აქტიურად მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის პროცესი, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია“, - განაცხადა დანელიამ. დანელიამ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთახმების გაფორმების შემდეგ აგრარული დარგის წინაშე არსებული გამოწვევებისა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებაც ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის უზრუნველყოფის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე გაამახვილა. ოთარ დანელიამ დამსწრე საზოგადოებას აგროსასურსათო სექტორის საქსპორტო შესაძლებლობები, ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით მიღწეული შედეგები და ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვის მზარდი ტენდენციების ანგარიში გააცნო. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა აგრარული დაგის განვითრებისთვის სამეცნიერო- კვლევითი საქმიანობის მნიშვნელობის შესახებ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში არსებული სამეცნიერო-კველევითი ცენტრის შექმნის, არსებული კვლევითი ბაზების რეაბილიტაციისა და გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრა. ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრის ანგარიშის შეფასებისას აღნიშნა, რომ აგრარული დარგი, ერთი მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანიაეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ხოლო, მეორე მხრივ, მას სოციალური დატვირთვაც აქვს, რადგან ჩვენი მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანი გამოწვევებია ევროპასთან საკანონდებლო სივრცის ჰარმონიზაციის კუთხით და ოთარ დანელიას პარლამენტში ყოფნა ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ასევე, დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლები ესწრებოდნენ.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)