03:29 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-05 11:32:44, 527 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: ოთარ დანელიას სწორი მენეჯმენტის შედეგად სერიოზული შედეგია მიღწეული

„ოთარ დანელიას სწორი მენეჯმენტის შედეგად  სერიოზული შედეგია მიღწეული“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრის ანგარიშის წარდგენის შემდეგ განუცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ოთარ დანელიამ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის დარგი მნიშვნელოვანი დარგია ეკონომიკური თვალსაზრისით.

კვირიკაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანი გამოწვევებია ევროპასთან საკანონდებლო სივრცის ჰარმონიზაციის კუთხით და ოთარ დანელიას პარლამენტში ყოფნა ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

„ძალიან შთამბეჭდავი პრეზენტაცია იყო, რომელიც ასახავს ჩვენი მთავრობის მიდგომას ამ დარგის მიმართ. ეს დარგი გახლავთ, ერთის მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ხოლო, მეორეს მხრივ, მას ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვა აქვს, რადგან ჩვენი მოსახლეობის ნახევარზე მეტი დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში. ამიტომ, ყველა ეს პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს სოფლის მეურნეობას - მცირემიწიან ფერმერთა დახმარება საგაზაფხულო სამუშაოებში, შეღავათიანი აგროკრედიტი, კოოპერატივების დახმარების პროგრამა, მევენახეობა-მეღვინეობის წახალისების პროგრამა, გადამამუშავებელი და მეორადი დამატებითი ღირებულების შექმნის კუთხით საწარმოების და შემნახველი მეურნეობების დახმარება და ა.შ, თვისობრივად ცვლის ქვეყანაში ლანდშაფტს სოფლის მეურნეობის მიმართულებით; ეს არის ახალი სამუშაო ადგილები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics