|
2016-09-05 11:04:50, 700 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე: საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ერთსულოვნებაა
"შეხვედრები მქონდა გერმანიასა და სლოვაკეთში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან და საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ერთსულოვნებაა",-ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, საქართველომ ვიზალიბერალიზაცია რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს. მისივე განმარტებით, ესაა პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს და აუცილებლად წარმატებით დასრულდება: "ლიბეს კომიტეტი დღეს განიხილავს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს. ამ კომიტეტში ჩვენი საკითხი განხილული იქნა ივლისში, სადაც პოზიტიური შეფასება დააფიქსირეს საქართველოსთან დაკავშირებით. ყველა განხორციელებული რეფორმით, ასევე იმ ნაბიჯებით, რომელიც გადაიდგა მას შემდეგ, რაც რეპორტი მომზადდა საქართველოსთან მიმართებაში, ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მხარდაჭერა თთქმის ყველა პოლიტიკური პარტიის მხრიდან. ამიტომ, ჩვენ ველოდებით, რომ ეს პროცესი გაგრძელდება წარმატებით და საქართველოს მოქალაქეები უფლებას მიიღებენ, მოკლევადიანი ვიზიტით გაემგზავრონ ევროპაში ტურისტული მიზნებისთვის, ბიზნესის მიზნებისთვის და ეს იქნება ხელშეწყობა სოფლის მეურნებისთვისაც",-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. ევროპარლამენტის ლიბეს კომიტეტი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს კენჭს დღეს უყრის.
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
სომხეთის პარლამენტში დეპუტატებმა იჩხუბეს
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გირაოთი გაათავისუფლეს
დაჯგუფების წევრები ქალის სახელით ეცნობოდნენ მამაკაცებს, შემდეგ სცემდნენ და ძარცვავდენ - პოლიციამ 7 პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)