2016-09-05 09:50:13, 821 ნახვა
საზოგადოება
უხვმა ნალექმა კვარიათი, გონიო და ახალსოფელი დააზარალა
აჭარას სტიქია უტევს. უხვმა ნალექმა კვარიათი, გონიო და ახალსოფელი დააზარალა.დატბორილია საცხოვრებელი სახლები, ეზოები და სარდაფები.
სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.
ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია.სტიქიით მიყენებული ზარალის აღმწერი საგანგებო კომისიები ზარალის დათვლას, სავარაუდოდ, დღეს დაიწყებენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან