00:35 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-05 09:40:24, 827 ნახვა

საზოგადოება
საზოგადოება “20/30“-ის ხელმძღვანელი ახალგაზრდებს საზოგადოებრივი დისკუსიების დაწყებას სთავაზობს

საზოგადოება “20/30“-ის ხელმძღვანელი  გიორგი მამულაშვილი ინიციატივით გამოდის,  უახლოეს მომავალში დაიწყოს საზოგადოებრივი დისკუსიები, რომლებსაც უშუალოდ ახალგაზრდები წარმართავენ.

" ამისათვის არსებობს საზოგადოებრივი პლატფორმა, საზოგადოება „20/30“-ის სახით. 
როგორც იცით, საზოგადოება „20/30“ არ წარმოადგენს ტიპიურ არასამთავრობო ორგანიზაციას. ამ გაერთიანების მიმართ საზოგადოებაში, მათ შორის, ახალგაზრდებში, მაღალი ნდობაა. რასაც სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით  ქვეყნაში ზოგადად არასამთავრობო სექტორის მიმართ. 

შესაბამისად, არსებობს შესაძლებლობა ახალგაზრდებმა თავად დავიწყოთ დისკუსიები სხვადასხვა საზოგადოებრივ საკითხებზე. მათ შორის, პრობლემებზე და შევეცადოთ მოვძებნოთ მათი გადაჭრის გზები. ასევე, შევთავაზოთ საზოგადოებას ობიექტური, არგუმენტირებული ანალიზი. საზოგადოება „20/30“-ს აქვს რეალური შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი მუხტი შეიტანოს ქვეყნის ცხოვრებაში და იქცეს მამოძრავებელ ძალად. ასევე, ეს პროცესი უნდა იქცეს საზოგადოებისა და სახელმწიფოს (საჯარო სექტორის) თანამშრომლობის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად. დიალოგი და მსჯელობა, არის საუკეთესო გზა განვითარებისათვის. 

მუშაობა უნდა დაიწყოს თემატურ ჯგუფებთან, რათა ჩვენ შევძლოთ კონკრეტული შედეგის მიღწევა. მაგალითად ეკონომიკური საკითხების თემატური ჯგუფი, სადაც ჩვენ შევძლებთ იმ ახალგაზრდების, სტუდენტების, გაერთიანებას, რომლებიც ამ მიმართულებით სწავლობენ და მუშაობენ. ალბათ, კარგი იქნება თუ უნივერსიტეტები თავად წარმოადგენენ 2-3 სტუდენტს თითოეულ მიმართულებაზე, რომლებზეც მუშაობა დაიწყება. პროცესში უნდა ჩაერთონ ახალგაზრდული ორგანიზაციები და კლუბებიც. ბუნებრივია, ეს არ უნდა იყოს კომუნიკაციის ერთადერთი გზა და მე იმედი მაქვს, ახალგაზრდები თავადაც შემოგვთავაზებენ კომუნიკაციის სხვა ფორმატებს.  

ვიცი, ახალგაზრდებს აქვთ არაერთი იდეა, ახალი ხედვა და სურვილი, თავიანთი წვლილი შეიტანონ  ქვეყნის განვითარებაში. ახლა კი სწორედ ამ  ენერგიის სწორად მართვისა და არსებული რესურსის მაქსიმალური ათვისების დროა",-ნათქვამია მის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics