14:21 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-04 13:39:28, 798 ნახვა

პოლიტიკა
სავალან მირზოევი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატი, სავალან მირზოევი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

ამჯერად იგი  გარდაბნის 62-ე უბნისა და  ბოტანიკი, ნაზარლოს სოფლების  მოსახლეობას შეხვდა.

ახლაც მოსახლეობამ ყველაზე დიდი ინტერესი მიწის რეგისტრაციის გამარტივებულ კანონზე გამოხატა.  სავალან მირზოევმა დეტალურად ისაუბრა აღნიშნულ საკითხზე და მოსახლეობა დააკვალიანა, თუ როგორ უნდა მოიქცეს კუთვნილი მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებისას.

 ამასთან, მაჟორიტარობის კანდიდატმა ვრცლად მიმოიხილა ჯანდაცვის პროგრამა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით საქართველო მოწინავე პოზიციაზეა ამიერკავკასიაში.მან ხაზი გაუსვა C ჰეპატიტის უფასო მკურნალობას, რომლითაც უკვე რამდენიმე ათასი ადამიანი სარგებლობს.

სავალან მირზოევმა ადგილობრივებს მოუწოდა, 8 ოქტომბრის არჩევნებზე აუცილებლად მივიდეს და საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
სომხეთის პარლამენტში დეპუტატებმა იჩხუბეს
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გირაოთი გაათავისუფლეს
დაჯგუფების წევრები ქალის სახელით ეცნობოდნენ მამაკაცებს, შემდეგ სცემდნენ და ძარცვავდენ - პოლიციამ 7 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics