2016-09-04 10:28:42, 761 ნახვა
საზოგადოება
ლეღვთახევის საფეხმავლო ბილიკზე გადაადგილება დროებით შეზღუდულია
ლეღვთახევის მარცხენა საფეხმავლო ბილიკზე გადაადგილება დროებით შეზღუდულია.
კრწანისის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, გზის გადაკეტვა კლდის მცირედი ფრაგმენტების ჩამოშლამ გამოიწვია.
მათივე ცნობით, შეზღუდვა კლდის გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ მოიხსნება. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ხევის მარჯვენა ნაწილში არსებული საფეხმავლო ბილიკით.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან