03:30 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-03 17:34:13, 732 ნახვა

პოლიტიკა
სომხეთის საელჩო სერჟ სარგსიანისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლის შეხვედრას არ ადასტურებს

საქართველოში სომხეთის საელჩო აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგელების სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც საელჩოს  განცხადებაშია ნათქვამი, სომხეთი საქართველოს პოზიციას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ყოველთვის ითვალისწინებდა და ამ პოლიტიკას უცვლელად განაგრძობს.

„ექსპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"სომხეთი ყოველთვის ითვალისწინებდა საქართველოს პოზიციას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით და ამ პოლიტიკას უცვლელად განაგრძობს.

სტეფანაკერტში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და ბატონ კან ტანიას შორის შესაძლო შეხვედრის შესახებ, მითუმეტეს, საუბრისა და მოლაპარაკებების შესახებ მედიით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება", - ნათქვამია სომხეთის საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაცია არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში საზეიმო ღონისძიებას სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან ერთად დაესწრო.

შესაბამისი ინფორმაცია და ფოტო აფხაზეთის ე.წ.საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კან ტანიამ გაავრცელა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics