|
2016-09-03 14:26:11, 806 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე: „იმედის“ გამოკითხვის შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ დგება
პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მთავარი გამოკითხვა 8 ოქტომებრს იქნება. „გამოკითხვევით უკვე რაღაც მანიპულაციები ხდება. მთავარი გამოკითხვა 8 ოქტომბერს მოხდება ჩვენი გაერთიანების რეიტინგი გაცილებით მეტია და საზოგადოებაში გაცილებით დიდი მხარდაჭერა გვაქვს. რაც შეეხება ტელეკომპანია „იმედის“ გამოკითხვას, ვფიქრობ, რომ ეს შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. სხვადასხვა გამოკითხვებში აბსოლუტურად განსხვავებული შედეგებია. ყველა გამოკითხვა რაღაც მიზანს ემსახურება და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავარი გამოკითხვა 8 ოქტომბერს ჩატარდება“, - განაცხადა ვაშაძემ. შეგასენებთ, რომ ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით, ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 58% არჩევნებზე მისვლას აპირებს. კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 32% მხარს "ქართულ ოცნებას" უჭერს. "ნაციონალურ მოძრაობას" კი 16%. "თავისუფალ დემოკრატებსა" და "ლეიბორისტულ პარტიას" მხარს გამოკითხულთა 4-4% პროცენტი უჭერს. გამოკითხვის თანახმად, პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ პლატფორმას, მხარს 3% უჭერს, "პატრიოტთა ალიანსს" და "დემოკრატიულ მოძრაობას" - 2-2%.
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
სომხეთის პარლამენტში დეპუტატებმა იჩხუბეს
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გირაოთი გაათავისუფლეს
დაჯგუფების წევრები ქალის სახელით ეცნობოდნენ მამაკაცებს, შემდეგ სცემდნენ და ძარცვავდენ - პოლიციამ 7 პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)