|
2016-09-03 13:24:45, 682 ნახვა
პოლიტიკა
ვალერი გელაშვილი ამომრჩევლებს შეხვდა
ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვალერი გელაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. "ქართული ოცნების" ინფორმაცით, ვალერი გელაშვილი ნარვანის, ქემფერის, წაბლოვანასა და ცედანის სოფლების მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა მიმდინარე პრობლემების, მათი გადაჭრის გზებისა და საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ისაუბრა. მათ შორის ყურადღება ახალგაზრდების დასაქმების აქტიური პოლიტიკის გატარებაზე, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე, სოფლის მეურნეობის, კულტურისა და ხელოვნების განვითარებაზე გამახვილდა. „მნიშვნელოვანია სწრაფი ნაბიჯები წინ, რადგან თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს ეკონომიკური კეთილდღეობა და მე ამ ყველაფერს გავაკეთებ ახალი ძალით, ენერგიით, თქვენთან ერთად, ერთი სულისკვეთებით“, - განაცხადა ვალერი გელაშვილმა. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი,ირაკლი მეზურნიშვილი. ამჯერად იგი ზემო რენის, ქვემო რენისა და კოდისწყაროს სოფლების მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატი ამომრჩევლებს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა, ყურადღება კი ძირითადად ინფრასტრუქტურულ და სოციალურ საკითხებზე გამახვილდა. „მე ვამაყობ იმ ნაბიჯებითა და სწორი მიმართულებით, რაც დაისახა ცენტრალურმა ხელისუფლებამ. ჩვენ შევძელით ის, რომ დღეს ბიზნესი თავისუფალია, დღეს დაცულია თქვენი ღირსება და უფლებები. მინდა იცოდეთ, რომ ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი რაიონის განვითარება“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა. (NS)
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გირაოთი გაათავისუფლეს
დაჯგუფების წევრები ქალის სახელით ეცნობოდნენ მამაკაცებს, შემდეგ სცემდნენ და ძარცვავდენ - პოლიციამ 7 პირი დააკავა
კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ - დამალულად არაფერი ხორციელდება
გვარამია - ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)