|
2016-09-03 13:12:54, 748 ნახვა
საზოგადოება
ჯეიკობსონი: საქართველოს მთავრობას აქვს ყველაფერი, რათა ქვეყანამ თავისი სიტყვა თქვას საერთაშორისო ასპარეზზე
„სტარტაპ საქართველოს“ ჟიურის წევრმა ნეტ ჯეიკობსონმა საქართველოში მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ ბლოგი გამოაქვეყნა. "გასულ კვირას საქართველოს მთავრობამ მიმიწვია თბილისის ტექნოლოგიურ პარკში, ქვეყნის ისტორიაში დამწყები ბიზნესების პირველი კონკურსის ჟიურიში მონაწილეობის მისაღებად, სხვა ინვესტორებსა და უფროს მენეჯერებთან ერთად, რომლებიც, ძირითადად, სილიკონის ველს წარმოადგენდნენ. საქართველო ცნობილია თავისი მთებითა და გამაოგნებელი ბუნებით. ასე რომ, ოფიციალურ ღონისძიებამდე გადავწყვიტე, ადგილობრივი მთების ბილიკების დალაშქვრა ველოსიპედით. უნდა ვაღიარო, რომ ჩამოსვლამდე საქართველოს სტარტაპების ეკოსისტემასთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები არ მქონდა. საბედნიეროდ, ვცდებოდი",- წერს ნეტ ჯეიკობსონი. ამერიკელი ექსპერტი საქართველოს კალიფორნიას ადარებს და წერს, რომ საქართველოს ხშირად და არც თუ ისე უმიზეზოდ უწოდებენ „კავკასიურ კალიფორნიას". "ქვეყანა, რომლის მეღვინეობის ტრადიციები 8000 წელს ითვლის, წარმოადგენს კულინარიისა და ნადიმობის ცენტრს, გარშემორტყმულს მწვანეში ჩაფლული მთებით. გარდა ამისა, საქართველოში პირდაპირ კლდეებიდან მოედინება მსოფლიოში საუკეთესო ბუნებრივი მინერალური წყლები. მენდეთ, მე თავად გავსინჯე ზოგიერთი მათგანი. „საქართველოს ტექნოლოგიური პარკი წარმოადგენს საოცარი დიზაინის მქონე თანამედროვე შენობას, ასე ვთქვათ, ფინური დიზაინისა და ქართველი ტრადიციების ნაზავს, განლაგებულს ხშირ ტყეში, რომელიც გადმოჰყურებს თბილისს. მასში თავმოყრილია უახლესი სამგანზომილებიანი პრინტერებით, ლაზერული ჭრის დანადგარებითა და ყველა სახის პროტოტიპის პროგრამული უზრუნველყოფის ინსტრუმენტებით აღჭურვილი რამდენიმე ლაბორატორია. საქართველოს ტექნოლოგიურ პარკი დაარსდა საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ბაზაზე. სააგენტოს ხელმძღვანელობს ირაკლი ქაშიბაძე, რომელსაც გვერდში უდგანან არაჩვეულებრივი პროფესიონალი თანაშემწეები: მარიამ ლაშხი, ავთანდილ კასრაძე და სხვანი. სწორედ მათ შეარჩიეს 50 სტარტაპი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ჩვენ კი უნდა აგვერჩია 20 გამარჯვებული. სტარტაპების საქმიანობა მოიცავდა ისეთ სფეროებს, როგორიცაა რობოტიკა, ხელოვნური ინტელექტი, ბიოტექნოლოგიები, ფინანსური ტექნოლოგიები, ჯანდაცვა, განათლების ტექნოლოგიები და საინფორმაციო ტექნოლოგიები.ღონისძიებამდე ორი კვირის განმავლობაში სტარტაპებს ჩაუტარდათ ინტენსიური მომზადება, რომელიც უზრუნველყო სილიციუმის ველის ვეტერანთა ჯგუფმა ჩემი მეგობრის, მარკ ივანოვსკის (კომპანია Oracle-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილების ყოფილი უფროსი) ხელმძღვანელობით, რომელმაც ასევე წამყვანი როლი შეასრულა თავად ღონისძიებაში.დიდი სიხარული მომანიჭა ქართველი მეწარმეების მონდომებამ, ენერგიამ და ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო მათი შემოქმედებითი და იდეის მიწოდების უნარები. მე კი შესაძლებლობას არ ვუშვებ ხელიდან, რომ გამოვიდე ჩემი კომფორტის ზონიდან და კავშირი დავამყარო მეწარმეებთან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, რასაც უდიდესი სარგებელი მოაქვს ჩემთვის და სიამოვნებას მანიჭებს.ორი დღისა და 50 პრეზენტაციის შემდეგ ჩვენ უნდა დაგვესახელებინა 20 გამარჯვებული, რაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგანაც ვთვლიდით, რომ ყველა მონაწილე გამარჯვების, აღიარებისა და მხარდაჭერის ღირსი იყო. მიუხედავად ამისა, ხანგრძლივი დისკუსიების შემდეგ მაინც შევძელით რჩეულთა დასახელება. ორი დღის განმავლობაში ინტენსიური მუშაობის კულმინაციად იქცა პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლა, რის შემდეგაც გაიმართა ძალიან ემოციური დაჯილდოების ცერემონია. უნდა გამოგიტყდეთ, რომ ასეთი ემოციური დაჯილდოება ჯერ არ მენახა. თითოეული გამარჯვებული დასახელების შემდეგ ყველა მეწარმის მიერ გამოხატული სიხარული (მათი ჩათვლით, ვინც არ შევიდა რჩეულთა სიაში), მართლაც გულისამაჩუყებელი იყო. ერთმანეთის წარმატებით გამოწვეული სიხარული აშკარად იგრძნობოდა და აუდიტორია თვალაცრემლებული ადევნებდა თვალყურს დაჯილდოების ცერემონიას. ასეთ რამეს სილიციუმის ველზე ვერ ნახავთ... დაჯილდოების ცერემონიის დასრულებიდან მალევე ჩვენ, ჟიურის წევრებს, გვქონდა პირისპირ შეხვედრა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან და ვიცე-პრემიერთან, დიმიტრი ქუმსიშვილთან. ცხადზე ცხადია, რომ მათი სურვილია საქართველოს გადაქცევა სამოთხედ მეწარმეთათვის, და ისინი ძალიან დაინტერესებულნი არიან მეწარმეთა წინსვლის უზრუნველყოფით. პრემიერ-მინისტრი ყურადღებით უსმენდა ჩვენს რჩევებს და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და ძალ-ღონეს არ დაიშურებს, რათა საქართველო იქცეს წარმატებული სტარტაპების ცენტრად.მე გავიცანი ძალიან თბილი, სტუმართმოყვარე და მიზანმიმართული ადამიანები, რომლებსაც მიზნად აქვთ დასახული დადებითი ცვლილებების განხორციელება, ქვეყანაში გაუმჯობესების უზრუნველყოფა და მთელ მსოფლიოში საქართველოს წარმოჩენა. ამ მიზანმიმართულებისა და ნიჭის წყალობით, მეწარმეობის სულისკვეთებით განმსჭვალული მთავრობას აქვს ყველაფერი, რათა საქართველომ თავისი სიტყვა თქვას საერთაშორისო ასპარეზზე. დაბოლოს, მადლობას მოვახსენებ მარკ ივანოვსკისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საქართველოში მიწვევისთვის და იმ დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისთვის, რომლებიც ამ ულამაზესმა ქვეყანამ და მისმა ხალხმა მომანიჭეს. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ადამიანების ხელმძღვანელობით საქართველო სწორ გზაზე დგას“, - წერს ნეტ ჯეიკობსონი.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)