02:09 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-03 11:51:55, 594 ნახვა

პოლიტიკა
გამოკითხვის თანახმად, 32% მხარს "ქართულ ოცნებას" უჭერს, "ნაციონალურ მოძრაობას" კი 16%

ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით, ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 58% არჩევნებზე მისვლას აპირებს.

კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 32% მხარს "ქართულ ოცნებას" უჭერს. "ნაციონალურ მოძრაობას" კი 16%. 

"თავისუფალ დემოკრატებსა" და "ლეიბორისტულ პარტიას" მხარს გამოკითხულთა 4-4% პროცენტი უჭერს. 

გამოკითხვის თანახმად, პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ პლატფორმას, მხარს 3% უჭერს, "პატრიოტთა ალიანსს" და "დემოკრატიულ მოძრაობას" - 2-2%. 

გამოკითხულთა 34%-ს გადაწყვეტილება არ მიუღია და პასუხზე უარი განაცხადა, ხოლო გამოკითხულთა 4% წილად სხვა პარტიებს ხვდათ. 

ცნობისთვის, კვლევა ტელეკომპანია "იმედის დაკვეთით  კომაპნია "ჯეი პი ემმა" ჩაატარა.

კვლევის დროს 1200 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს საშუალებით გამოიკითხა. კვლევა 18-27 აგვისტოს ჩატარდა.  ცდომილებაა 2,8 პროცენტი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics