20:39 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-02 18:31:39, 1829 ნახვა

ეკონომიკა
„ელიტ ელექტრონიქსი“ Samsung Galaxy Note 7-თან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

 „ელიტ ელექტრონიქსი“ Samsung Galaxy Note 7-თან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, Samsung Galaxy Note 7-ს  გარკვეული ტექნიკური ხარვეზი აღმოაჩნდა, რის გამოც, საქართველოში აღნიშნული პროდუქტის წინასწარი შეკვეთები დროებით შეჩერებულია „სამსუნგ ელექტრონიქსის“ მიერ.

„ „ელიტ ელექტრონიქსი“ და “სამსუნგ ელექტრონიქსი” მუდამ ზრუნავენ მომხმარებლისთვის ხარისხიანი პროდუქციის მიწოდებასა და მაღალი სტანდარტის სერვისზე.  

როგორც იცით „ელიტ ელექტრონიქს“-ის მაღაზიათა ქსელში დაიწყო Samsung Galaxy Note 7-ის  წინასწარი გაყიდვები. ვინაიდან პროდუქტს გარკვეული ტექნიკური ხარვეზი აღმოაჩნდა, ახალ Galaxy Note 7-ს დამატებითი  შემოწმება ჩაუტარდა და აღმოჩნდა ბატარეის ნაწილის ხარვეზი.

დღევანდელი მდგომარეობით, გლობალურად, დაფიქსირებულია 35 შემთხვევა და ბრენდის მომწოდებლებთან ერთად მიმდინარეობს შემოწმება, რათა დადგინდეს შესაძლო ხარვეზიანი ბატარეების არსებობა იმ ქვეყნებში, სადაც Galaxy Note 7-ის გაყიდვები უკვე დაიწყო.

გაცნობებთ, რომ საქართველოში Galaxy Note 7-ის წინასწარი შეკვეთები დროებით შეჩერებულია „სამსუნგ ელექტრონიქსის“ მიერ. ხოლო იმ მომხმარებლების საყურადღებოდ, ვინც უკვე გააკეთა Galaxy Note 7-ის წინასწარი შეკვეთა გთხოვთ, მიმართოთ „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიებს.

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ წინასწარი შეკვეთების დროებითმა შეჩერებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჩვენი ერთგული მომხმარებლის უკმაყოფილება,  მაგრამ ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მოწოდება.

იმ მომხმარებლებს რომლებმაც გააკეთეს უკვე შეკვეთა შეგიძლიათ მიმართოთ შემკვეთ მაღაზიას, გააუქმოთ წინასწარი შეკვეთა და დაიბრუნოთ თანხა, ან შეინარჩუნოთ წინასწარი შეკვეთა. შეკვეთის შენარჩუნების შემთხვევაში შემდეგი კვირის ბოლომდე გაცნობებთ როდის შევძლებთ ტელეფონების მოწოდებას საქართველოში“, - ნათქვამია „ელიტ ელექტრონიქსის“ განცხადებაში.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics