2016-09-02 16:55:19, 1697 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.2938 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.2932 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ოფიციალური კურსით, 1 ევრო ხვალ, 2.5642 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.5560 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0082 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან