02:11 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-02 15:12:38, 727 ნახვა

პოლიტიკა
გოჩა თევდორაძე: აუდიტის დასკვნა „პატრიოტთა ალიანსის“ წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ნაწილია

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი გოჩა თევდორაძე „ექსპრესნიუსთან“ საუბარში აუდიტის სამსახურის მოთხოვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ორმა პიროვნებამ პარტიას 40 000 და 51 600 ლარი შესწირეს, ხოლო აუდიტის სამსახურმა ეს ორი ადამიანი ერთ პიროვნებად წარმოაჩინა.

„აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადება „პატრიოტთა ალიანსის“ წინააღმდეგ მიმართული კამპანიაა. აუდიტის სამსახური, როდესაც მსგავს დოკუმენტებს ასაჯაროვებს და ამის შესახებ თავად არ გვაქვს ინფორმაცია, ცხადია, რომ ჩვენს მიმართ დამოკიდებულება ტენდენციურია. ორმა პიროვნებიდან, რომლებიც უბრალოდ, ნათესავები და ერთი ოჯახის წევრები არიან, ერთმა 40 000 ლარი და მეორე 51 600 ლარი შემოწირეს პარტიას. მათ ამის კანიერი უფლება ქონდათ, რადგან ერთ ფიზიკურ პირს წელიწადში პარტიისთვის 60 000 ლარის შემოწირვა შუძლია. აუდიტის სამსაურმა ეს ორი პიროვნება ერთ შემომწირველად წარმოაჩინა და 91 600 ლარი გამოვიდა და „პატრიოტთა ალიანსს“ ორმაგი თანხით აჯარიმებენ. ამ ყყველაფერს სასამართლო გაარკვევს და ობიექტური გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ჩვენი სიმართლე დამტკიცდება“, - განაცხადა თევდორაძემ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური პატრიოტთა ალიანსის 183 200 ლარით დაჯარიმებას ითხოვს.

როგორც აუდიტის სამსახურის დასკვნაშია ათნიშნული, „ალიანსმა“ სამი პირისგან 183 200 ლარიანი შემოწირულობა მიიღო, რის შედეგადაც კანონი დაირღვა.

როგორც ჟურნალისტებს გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ განუცხადა, პარტიის მიერ თითოეული მოქალაქისგან მიღებული შემოწირულობების საერთო რაოდენობა წელიწადში 60 ათას ლარს არ უნდა აღემატებოდეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics