02:11 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-02 14:43:27, 1730 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი: ანა დოლიძემ კეთილი ინებოს და უადგილო ემოციები დაიოკოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დოლიძე საკუთარი განცხადებებით სიტუაციას ამწვავებს.

ვოსლკის განცხადებით, მომავალ პარლამენტს უფრო მეტი ლეგიტიმაცია ექნება, რათა ესოდენ მნიშვნელოვან თანამდებობებზე შესაბამისი ადამიანები დანიშნონ.

„ვფიქრობ, ანა დოლიძე თავის გამონათქვამებში მნიშვნელოვნად აჭარბებს და ეთიკის ნორმას არღვევს, რომელიც შეიძლება, დაუწერელი კანონია, მაგრამ პრეზიდენტის თანაშემწეს აუცილებლად მოეთხოვება. დოლიძე დამოუკიდებელი ფიგურა არ არის, მაგრამ თუ ამ თემაზე პრეზიდენტის ნათქვამს იმეორებს, მაშინ უნდა თქვას. თუ ეს ყოველივე მისი თვითშემოქმედებაა, კეთილი უნდა ინებოს და დაიოკოს უადგილო ემოციები. პარლამენტის კონფიგურაცია არჩევნების გამოცხადების შემდეგ საკმაოდ შეიცვალა. პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც კოალიცის შემადგენლობაში იყვნენ, ახლა ერთმანეთის საარჩევნო ოპონენტები არიან. ამ ეტაპზე აღნიშნულ და სხვა მრავალ საკითხზე, ვფიქრობ, საერთო პოზიციების შეჯერება ვერ მოხერხდება. ამ სიტუაციის გამწვავების მსურველები, მათ შორის ანა დოლიძეც, წყალს საკმაოდ მწვავე ვითარების შექმნის წისქვილზე ასხამენ. წინასაარჩევნო პერიოდია და 1-2 თვე შეიძლება უზენაესი მოსამართლეების დამტკიცების საკითხს წერტილი არ დაესვას. სამაგიეროდ, შესაზლებელია, წლების განმავლობაში, თავისი შემადგენლობით, სტაბილური სასამართლო გვქონდეს. მომავალ პარლამენტს გაცილებით მეტი ლეგიტიმაცია ექნება, რომ ესოდენ მნიშვნელოვან თანამდებობებზე ხალხი აირჩიონ“, - აცხადებს ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე პარლამენტს მოუწოდებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დროულად დაამტკიცოს. ანა დოლიძემ ეს განცხადება, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის საპასუხოდ განაცხადა. როგორც კახიანმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების განხილვას, სავარაუდოდ, ფორმალური ხასიათი ექნება. კახიანმა ამის მიზეზად, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები დაასახელა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics