02:10 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-02 14:34:42, 689 ნახვა

პოლიტიკა
დოლიძე: კიდევ ერთხელ ვართ მოწმენი პარლამენტის ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებისა

ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ ვართ მოწმენი საქართველოს პარლამენტის ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებისა თავისი უმნიშვნელოვანესი ფუნქციისადმი, – ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე მმართველ გუნდში გაკეთებულ განცხადებებს, რომ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატებზე 6 სექტემბერს, იურიდიული კომიტეტის ფორმატში მსჯელობა, სავარაუდოდ, მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება.

დოლიძე პარლამენტს მოუწოდებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დროულად დაამტკიცოს.

„დღეს კიდევ ერთხელ ვართ მოწმენი საქართველოს პარლამენტის ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებისა თავისი უმნიშვნელოვანესი ფუნქციისადმი, რომ უზურნველყოს ქართველი ხალხისთვის მართლმსაჯულების უფლება და დროულად დანიშნოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირველ რიგში ამ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებისაგან დაზარალებული არის საქართველოს მოსახლეობა, რომელსაც ეფექტური მართლმსაჯულების უფლება ეზღუდება“, – აღნიშნა დოლიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტი პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებზე 6 სექტემბერს იმსჯელებს. მოსამართლეობის კანდიდატები არიან: ლევან ბოძაშვილი, ნონა თოდუა და თამარ ლალიაშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics