|
2016-09-02 13:25:18, 740 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი შიოლაშვილი სოფელ ნუკრიანის მოსახლეობას შეხვდა
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი სიღნაღსა და დედოფლისწყაროში, ირაკლი შიოლაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. კანდიდატმა ამომრჩეველს ,,ქართული ოცნების“ სამოქმედო გეგმა გააცნო. შიოლაშვილის თქმით, განვითარების პროცესი დაწყებულია და მნიშვნელოვანია, რომ ეს ტენდენცია 8 ოქტომბრის შემდეგ კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდეს. „ამ სოფელს სჭირდება ტურისტული კუთხით განვითარება და ხელშეწყობა.ამისათვის ინფრასტრუქტურის მოწყობაა საჭირო. მნიშვნელოვანია ასევე, ახალგაზრდებისთვის გასართობი ადგილებისა და სპორტული მოედნების მოწყობა“,-განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა. ირაკლი შიოლაშვილმა მოსახლეობას “მთის კანონის“ შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. „თქვენი სოფელი მაღალმთიანია. ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელმაც მთას უნდა უშველოს. ამ კანონით გათვალისწინებული შეღავათები მიგრაციას შეაჩერებს“,- აღნიშნა შეხვედრაზე მაჟორიტარობის კანდიდატმა. (NS)
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გირაოთი გაათავისუფლეს
დაჯგუფების წევრები ქალის სახელით ეცნობოდნენ მამაკაცებს, შემდეგ სცემდნენ და ძარცვავდენ - პოლიციამ 7 პირი დააკავა
კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ - დამალულად არაფერი ხორციელდება
გვარამია - ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)