|
2016-09-02 12:03:31, 613 ნახვა
პოლიტიკა
გელა სამხარაული ვარდისუბნისა და გულგულას სოფლების მოსახლეობას შეხვდა
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად იგი ვარდისუბნისა და გულგულას სოფლების მოსახლეობას შეხვდა. საუბარი აღნიშნულ სოფლებში არსებულ საჭიროებებს შეეხო. ადგილობრივთა განცხადებით, ძირითადი საკითხები ინფრასტქრუქტურული ხასიათისაა და წყალს, შიდასაუბნო გზებსა და გარეგანათებას უკავშირდება. დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობასთან ინტენსიური კომუნიკაციისთვის მუდმივი მზაობა დააფიქსირა და ვრცლად მიმოიხილა ამ სოფლებში უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტები. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სარემონტო- სარეაბილიტაციო სამუშაოები ყველა საბავშვო ბაღს ჩაუტარდა, მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სასმელი წყლის ქსელების მოსაწესრიგებლად. „მსგავსი პროექტები ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში განხორციელდება. მე კარგად მესმის ის საჭიროებები, რაც თითოეული თქვენგანისთვის მნიშვნელოვანია. ყველა ადგილზე არსებული პრობლემური საკითხი ეტაპობრივად მოგვარდება, რადგან სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის კარგი საცხოვრებელი პირობების შექმნა და ზოგადად, ძლიერი სოფელი ჩვენი ხელისუფლების ერთ- ერთი მთავარი პრიორიტეტია”,- განაცხადა გელა სამხარაულმა.
(NS)
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გირაოთი გაათავისუფლეს
დაჯგუფების წევრები ქალის სახელით ეცნობოდნენ მამაკაცებს, შემდეგ სცემდნენ და ძარცვავდენ - პოლიციამ 7 პირი დააკავა
კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ - დამალულად არაფერი ხორციელდება
გვარამია - ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)