|
2016-09-01 21:46:30, 898 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე: ენმ-ში დღემდე ვერ გააანალიზეს და შეაფასეს ის შეცდომები, რაც დაშვებულ იქნა
“ნაციონალურ მოძრაობაში” დღემდე ვერ გააანალიზეს და შეაფასეს ის შეცდომები, რაც დაშვებულ იქნა - ამის შესახებ “პაატა ბურჭულაძე - პლატფორმა საქართველო ხალხისთვის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გადაცემა 2030-ში განაცხადა. მისივე განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობაში” დარჩნენ ადამიანები, რომელთა უმრავლესობას, ქვეყანაში არაფერი გაუკეთებია. “ “ნაციონალურ მოძრაობაში” დარჩნენ ადამიანები, რომელთა უმრავლესობას, ქვეყანაში არაფერი გაუკეთებია. მაგალითად, დათო ბაქრაძე, რომლის გაკეთებული საქმე არ მახსენდება. მათი მთავარი პრობლემა ისაა, რომ მათ დღემდე ვერ გააანალიზეს და შეაფასეს ის შეცდომები, რაც დაშვებულ იქნა”, - განაცხადა “პაატა ბურჭულაძე - პლატფორმა საქართველო ხალხისთვის” ლიდერმა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც ხალხის პრობლემები არ აინტერესებს. “დღეს, როცა ქვეყანაში კატასტროფული გაჭირვებაა, გამოდის ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი, ბიძინა ივანიშვილი და ამბობს, რომ თითქოს ყველაფერი კარგადაა, ქვეყანა წინ მიდის და სამუშაო ადგილები იქმნება. არსებობს ხელისუფლება, რომელსაც ხალხის პრობლემები საერთოდ არ აინტერესებს. ეს არის ის მთავარი პრობლემა, რომელიც დღეს არის”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ - დამალულად არაფერი ხორციელდება
გვარამია - ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"
იუსტიციის მინისტრი - ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში
თურქეთმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 85 წევრი დააკავა, რომლებიც ევროპაში Starlink-ის სადგურებზე თავდასხმებში იყვნენ ჩართულნი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)