12:27 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-01 18:44:28, 829 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ტყემალაძე: წინა ხელისუფლებასთან შედარებით, ხელფასებისა და დანამატების მხრივ დაახლოებით 15%-იანი მატებაა

პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით,  წინა ხელისუფლებასთან შედარებით, ხელფასებისა და დანამატების მხრივ დაახლოებით 15%-იანი მატებაა.

როგორც ტყემალაძემ „ექსპრესნიუთან“ ინტერვიუში განმარტა, ჩინოვნიკების ფინანსური უზრუნველყოფის შედეგად, კორუფციის დონე მკვეთრად შემცირდა.

 „როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის სათავეში მოვიდა, მათ ხელფასები გააოცდაათმაგეს. მაშინ მინისტრების ხელფასი 200-300 ლარი იყო და შემდეგ 4000-5000 ლარამდე გაიზრდა. ეს სწორი საქციელია, რადგან არ შეიძლება ჩინოვნიკი ფინანსურად უზრუნველყოფილი არ იყოს. სწორედ ამან გამოიწვია კორუფციის დონის მკვეთრად შემცირება. როდესაც ჩინოვნიკების ხელფასების ზრდაზე ვსაუბრობთ, პარალელურად პენსიონერების, სოციალურად დაუცველთა და ა.შ. შემოსავალიც უნდა მატულობდეს. გულახდილად რომ ვთქვა, ამ მიმართულებით ჩამორჩენა გვაქვს. ჩვენი პროგრამა და იდეოლოგია სწორედ სამუშაო ადგილების შექმნასა და საშუალო ფენის შექმნას გულისხმობს. ახლა არიან მდიდრები და ღარიბები. სწორედ ეკონომიკის განვითარებით უნდა მოხდეს ამ ფენის შექმნა. რიცხვები, მათემატიკა ისეთია, რომ გააჩნია საიდან დაინახავ. ერთი მხრიდან მზარდია, ხოლო მეორედან კლებადი. მთელი რიგი ორგანოები თვითმმართველობიდან ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარებაში გადავიდნენ და სწორედ აქედან გამომდინარე იქნა მიღებული ხელფასებისა და დანამატების ციფრები. საერთო ჯამში, წინა ხელისუფლებასთან შედარებით, დაახლოებით 15%-იანი მატებაა ხელფასებისა და დანამატების მხრივ“, - აცხადებს ტყემალაძე.

 

ინტერვიუ ზურაბ ტყემალაძესთან





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ - დამალულად არაფერი ხორციელდება
გვარამია - ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"
იუსტიციის მინისტრი - ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში
თურქეთმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 85 წევრი დააკავა, რომლებიც ევროპაში Starlink-ის სადგურებზე თავდასხმებში იყვნენ ჩართულნი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics