00:35 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-01 18:31:41, 663 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძემ საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან იანის ზლამეტსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს და  მტკიცე ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების იმედი  გამოთქვა. ამასთან, სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში და ზოგადად რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე. 

დავით ბაქრაძემ ლატვიის რესპუბლიკის ელჩს ინფორმაცია მიაწოდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის, ასევე, დემოკრატიული რეფორმების კუთხით საქართველოს მთავრობის ძალისხმევისა და მიღწევების შესახებ.   სახელმწიფო მინისტრმა  აღნიშნა, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებზე სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია და ვრცლად ისაუბრა საქართველოში სტრატეგიული კომუნიკაციის კუთხით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ესაუბრა. 

თავის მხრივ, იანის ზლამეტსმა მადლობა გადაუხადა დავით ბაქრაძეს შეხვედრისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგს და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. აღსანიშნავია, რომ ლატვიის პარლამენტს წლების განმავლობაში მიღებული აქვს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი არაერთი განცხადება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics