00:36 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-01 18:33:22, 685 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბერძენიშვილი: ივანიშვილმა და კვირიკაშვილმა თავისუფლება ვერ ისწავლეს

"რესპუბლიკური" პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ბერძენიშვილმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, ივანიშვილმა ლევან მურუსიძის მეშვეობით, უმაღლესი სასამართლო თავის კონტროლ ქვეშ მოაქცია:

"კუბლაშვილის გვარი შემთხვევით არ მიხსენებია. ერთი ძმა "გირჩის" უფროსია და მეორე ძმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო. ბიძინა ივანიშვილმა  კუბლაშვილის ხელდებულ მურუსიძეს ჩაუგდო ხელში სასამართლო, უმაღლესი სასამართლო. ივანიშვილი არის პატრონი მურუსიძის. ამიტომ, ივანიშვილისთვის მისაღებია, რომ  "ნაციონალური მოძრაობის" კონტროლ ქვეშ რომ იყო სასამართლო, ახლა იყოს მისი კონტროლის ქვეშ, ამიტომ ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო თავისუფლდება სააკაშვილის კონტროლისგან, მაგრამ ის თავისუფალი  კიარ ხდება, ის ერთის ყმობიდან გადადის მეორეს ყმობაში. თავისუფლება არის თავისუფლება სახელისუფლებო შტოებისგან ფორმალური და არაფორმალური მმართველებისგან, სააკაშვილის ყმობიდან ივანიშვილის ყმობაში  გადასული სასამართლო, არ არის თავისუფალი სასამართლო. სამწუხაროდ, ივანიშვილმა ჩვენი დიდი მცდელობების მიუხედავად, ზოგი რამ კი  ისწავლა, მაგრამ ეს ვერ ისწავლა, თავისუფლება ივანიშვილმა და კვირიკაშვილმა ვერ ისწავლეს. ამიტომაც არის, რომ დღესაც ცდილობენ, ორ ფერში მტრის ხატზე ააგონ ქართული პოლიტიკა. ეს არ გამოვა. ისინი ამბობენ, რომ იქნება ბევრი "ქართული ოცნება" და ცოტა "ნაციონალური მოძრაობა". მე ვეუბნები-იქნება "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა"  ნახევარი, ან  ნახევარზე ნაკლები, მეორე ნახევარი ვიქნებით ჩვენ, "რესპუბლიკელები", იქნებიან "თავისუფალი დემოკრატები", სხვა პოლიტიკური პარტიები, ზოგი მომწონს და ზოგი-არა",-განუცხადა დავით ბერძენიშვილმა "ექსპრესნიუსს".

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა GDS-ის  ახალ გადაცემაში,  სადაც სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა, სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

ივანიშვილის თქმით, მოსამართლეებს შორის დაპირისპირება ცუდი ფაქტია, თუმცა, ყოფილი პრემიერი ირწუნება, რომ დღეს სასამართლო ხელისუფლების კონტროლისგან სრულიად თავისუფალია.

 რაც შეეხება უშუალოდ საკონსტიტუციო სასამართლოს და მისი თავმჯდომარის განცხადებებს მთავრობის მხრიდან უპრეცედენტო ზეწოლასთან დაკავშირებით, ივანიშვილი ღრმა ანალიზის გაკეთებისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო როგორც იქნა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობას თავს აღწევს, რაც ბევრს  არ მოსწონს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics