|
2016-09-01 18:15:07, 652 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ტყემალაძე: 4-წლიანი მმართველობის განმავლობაში ხელისუფლებას სერიოზული შეცდომა არ დაუშვია
პარტია „მრეწველობა გადააარჩენს საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, 4 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ძალიან ბევრ სფეროში მიაღწია წარმატებას. ტყემალაძემ „ექსპრესნიუსთან“ ინტერვიუში კონკრეტული მაგალითები მოიყვანა: „4-წლიანი მმართველობის განმავლობაში ხელისუფლებას დიდი შეცდომა არ დაუშვია. რაც შეეხება დიდ მიღწევებს - ასეთი ძალიან ბევრი იყო. თუნდაც, როდესაც სამართლიანობის აღდგენაზე ვსაუბრობთ, დღეს აღარ ხდება ისეთი უსამართლობა, რასაც წინა ხელისუფლების დროს ქონდა ადგილი. ეს უკვე ნიშნავს, რომ გარკვეულწილად, სამართლიანობა აღდგა. გარდა ამისა, ძალიან დიდ წარმატებას მივაღწიეთ ჯანდაცვის სფეროში. ადამიანს არ ქონდა საშუალება ემკურნალა. დღეს კი, მეტ-ნაკლებად ყველას აქვს საშუალება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ისარგებლოს. ბევრი რამ გაკეთდა პრესისა და გამოხატვის თავისუფლების ხარისხის ასამაღლებლად. მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წელს ოთხ ტელეარხს შეეძლო ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობა - „იმედს“, „რუსთავი 2“-ს, „საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და გარკვეულწილად, „მაესტროს“. დღეს 40-ზე მეტი სატელევიზიო არხია, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობს. ჩვენი მმართველობის დროს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის დონე მკვეთრად გაიზარდა. გახსოვთ, ალბათ, წინა ხელისუფლების დროს, პროკურორის მოთხოვნა 99%-ით კმაყოფილდებოდა“, - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.
კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ - დამალულად არაფერი ხორციელდება
გვარამია - ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"
იუსტიციის მინისტრი - ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში
თურქეთმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 85 წევრი დააკავა, რომლებიც ევროპაში Starlink-ის სადგურებზე თავდასხმებში იყვნენ ჩართულნი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)