00:34 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-01 18:11:20, 1067 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბერძენიშვილი: ივანიშვილს "გირჩთან" ინტენსიური მოლაპარაკებები ჰქონდა

"რესპუბლიკური პარტიის" წევრის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, პაატა ბურჭულაძის პარტია "ქართული ოცნების" სატელიტს წარმოადგენს. როგორც ბერძენიშვილმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, ვაშაძისა და კუბლაშვილის პოლიტიკური გაერთიანებები  ბურჭულაძის პარტიაში ივანიშვილის მეშვეობით გაერთიანდა.

"გირჩი" -დავით ბერძენიშვილის მტკიცებით ეს  ბიძინა ივანიშვილის პროექტია და მასთან ივანიშვილი ინტენსიურ მოლაპარაკებებს ახორციელებდა:

"ივანიშვილმა თქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ორი ფრთა არსებობს-ესაა "ნაციონალური მოძრაობა" და ბურჭულაძე. ე.ი. ბურჭულაძეს შეტენა მიშა სააკაშვილისთვის წართმეული ვაშაძე, შემდეგ ბურჭულაძეს შეტენა პავლიკო კუბლაშვილის "გირჩი", რომელთანაც ინტენსიური მოლაპარაკებები ჰქონდა  ივანიშვილს. ამ სიტყვებზე პასუხს ვაგებ. ეს არის "გირჩი", ეს არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი. და ბიძინა ივანიშვილმა მის მიერ სააკაშვილისთვის წართმეული ხალხი შეტენა ბურჭულაძეს და ახლა ამბობს, რომ ბურჭულაძეს სააკაშვილის ხალხი ჰყავს. ამას ვინ ჭამს?  ეს პოლიტიკაში ასე მარტივად არ გადის. ამიტომ, თუ სააკაშვილის კონტროლიც არის დარჩენილი ბურჭულაძეზე, ეს არ ათავისუფლებს  ივანიშვილს საკუთარი კონტროლისაგან ბურჭულაძეზე.სააკაშვილის ცესკო-ს არ მიუნიჭებია უკანონოდ "პატრიოტთა ალიანსისთვის" და ბურჭულაძის  კოალიციისთვის მე-8 და 1-ლი ნომრები. თავად ცესკო ამბობს, რომ ესენი ამას იყენებენ წილისყრამდე, რისი უფლებაც არ ჰქონდა.

სწორედ "ქართული ოცნების", ბიძინა ივანიშვილის სატელიტ ორ ორგანიზაციას "პატრიოტთა ალიანსს" და ბურჭულაძეს ეხმარება ცესკო-ს თავმჯდომარე და "ქართული ოცნების" უმრავლესობა ცესკოში. სწორედ ბურჭულაძეს შეტენა ივანიშვილმა სააკაშვილისგან გამოქცეული, თუ სააკაშვილისთვის წართმეული ორი ორგანიზაცია, ვაშაძისა და კუბლაშვილის. ბურჭულაძე რომ სრულიად დაბნეულია პოლიტიკურ სივრცეში, ამას ვხედავთ. მისი  ფრაზები, რომ ბათუმის მერი თურმე წარმოშობით არ ყოფილა შუახევიდან და ხულოდან, არამედ საქართველოს რომელიღაც სხვა რაიონიდან ყოფილა ბაბუამისი წარმოშობით, რა ვქნათ ახლა, ბურჭულაძის ლოგიკის მიხედვით კვოტა უნდა დააწესო, ვინ უნდა იყაროს კენჭი და ვის აქვს უფლება?! იმდენად  გაუგებარია, იმდენად უცოდინარია, იმდენად მოუმზადებელია პოლიტიკაში და ბურჭულაძის მიშას პარტნიორად გამოცხადება, ეს ივანიშვილის მხრიდან სუსტი ტექნოლოგიური ნაბიჯია და ამას ჩვენ  ივანიშვილს არ გავატანინებთ. გასაგებია, მისი ამოცანაა, "ქართული ოცნების" ყოფილი მხარდამჭერების მინდორზე ვერ შევიდეს ბურჭულაძე და აშინებს ხალხს და ეუბნება, ეს მიშა სააკაშვილის პარტნიორიაო. ბურჭულაძის ადგილი არც ივანიშვილის პატრონაჟით და არც სააკაშვილის პატრონაჟით, თუ  ყოფილი პატრონაჟით ქართულ პოლიტიკაში არ არის და ამომრჩეველი ამის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.  საერთოდ, ოპოზიციურ მინდორზე საბალახოდ კონტრხელისუფლების მიერ გამოგზავნილი პოლიტიკური სუბიექტების ტექნოლოგია გამოცდილია  საქართველოში. 1999 წელს ასეთი პარტია იყო მრეწველთა პარტია, რომელიც შევარდნაძის  ხელისუფლებამ ოპოზიურ მინდორზე გამოუშვა ნამდვილი ოპოზიციური პარტიების შესაზღუდად. 2008 წელს ასეთი  პარტია იყო გიორგი თარგამაძის ქრისტიან-დემოკრატები, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ საპარლამენტო არჩევნების წინ შექმნა და გამოუშვა საბალახოდ  და ეხმარებოდა "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციურ მინდორზე ნამდვილი ოპოზიციური პარტიების საწინააღმდეგოდ.ახლანდელი ბურჭულაძის კოალიცია თავისი გირჩით და ვაშაძით და კაციტაძით, ეს არის ოპოზიციურ მინდორზე გამოშვებული საბალახოდ პოლიტიკური  ორგანიზაცია, რომელმაც თითქოს ხმა უნდა წაართვას ნამდვილ პოლიტიკურ  ოპოზიციურ პარტიებს..ყველაფერს ვიზამთ იმისათვის, რომ ქართველი ხალხი ვერ მოატყუოს ვერც ივანიშვილმა და ვერ სააკაშვილმა. ორივე ერთმანეთისგან ქმნის მტრის ხატს. შევარდნაძე-აბაშიძის როლს ირგებს ერთიც და მეორეც. ერთიც წარსულშია დარჩენილი და მეორეც. პოლიტიკურად ერთმაც წააგო და მეორემაც. როგორც ჩანს,  ივანიშვილმა ვერ გაუძლო საკუთარ პოლიტიკურ გეგმებს, რაც მას  ჰქონდა 2012 წლისთვის. ის ჩამოლაბორანტდა აბაშიძემდე და ის დღეს არის ისეთივე წარსული, როგორიც აბაშიძე და შევარდნაძეა საქართველოსთვის",-განუცხადა დავით ბერძენიშვილმა "ექსპრესნიუსს".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics