12:27 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-01 18:04:48, 671 ნახვა

პოლიტიკა
რომან მუჩიაშვილი სოფლების მოსახლეობას შეხვდა

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რომან მუჩიაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში  პატარა ჩაილურის, დიდი ჩაილურისა და მანავის სოფლების ამომრჩეველს შეხვდა.

 მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განცხორციელებული და განსახორციელებელი პროექტების შესახებ ესაუბრა.

 "საგარეჯოს მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტი ხორციელდება. მუნიციპალიტეტის მასშტაბით გაზიფიცირებულია  თითქმის ყველა სოფელი, ხოლო დარჩენილი სოფლები 2017 წლის ბოლომდე გაზიფიცირდება. იგება გზები, რეაბილიტაცია უტარდება არაერთ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებას. ასევე დაინერგა სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც სოფლის მეურნეობისა და ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს. თუმცა, ამის მიუხედავად გასაკეთებელი კიდევ ბევრია, ჩვენ გვინდა რომ ქვეყანა კიდევ უფრო განვითარდეს და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწიოს", - განაცხადა რომან მუჩიაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ - დამალულად არაფერი ხორციელდება
გვარამია - ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"
იუსტიციის მინისტრი - ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში
თურქეთმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 85 წევრი დააკავა, რომლებიც ევროპაში Starlink-ის სადგურებზე თავდასხმებში იყვნენ ჩართულნი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics