|
2016-09-01 18:00:17, 665 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ეუთო-ს არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობს
ეუთო-ს არაფორმალურ მინისტერიალზე მიხეილ ჯანელიძე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და ნდობის აღდგენის პროცესში ეუთოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობაზე ისაუბრებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ქ. პოტსდამში ეუთო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის მოწვევით იმართება. არაფორმალურ შეხვედრაზე მინისტრები რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ეუთო-ს ჰამბურგის მინისტერიალის მოსამზადებელ საკითხებზე მსჯელობენ. „ჩვენ ვიმსჯელებთ ყველა იმ მიმართულებაზე, რაც დღეს ორგანიზაციის დღის წესრიგში დგას. ეს არის, როგორც დემოკრატიული განვითარება, ადამიანის უფლებები, ასევე უმეტესწილად უსაფრთხოების საკითხები და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა. დღეს ბევრი პრობლემა არის ევროპაში უსაფრთხოების კუთხით. პირველ რიგში ჩვენთვის არის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. შეხვედრაზე ვისაუბრებთ იმ პრობლემებზე, რომელიც თან ახლავს ოკუპაციას, ასევე ვისაუბრებთ იმაზე თუ როგორ შეიძლება მოხდეს ეუთო-ს უფრო ეფექტური ჩართულობა კონფლიქტის დარეგულირების პროცესსა და ასევე ნდობის აღდგენის პროცესში, რათა შემუშავებული იქნას შესაბამისი მექანიზმები ამ პროცესის ეფექტურად განხორციელებისათვის"-განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა არაფორმალური შეხვედრის დაწყებისას. ეუთო-ს მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი, ეუთო-ს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და ორგანიზაციის სხვადასხვა ინსტიტუტების ხელმძღვანელი პირები, ასევე ეუთო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებიან. არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან.
კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ - დამალულად არაფერი ხორციელდება
გვარამია - ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"
იუსტიციის მინისტრი - ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში
თურქეთმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 85 წევრი დააკავა, რომლებიც ევროპაში Starlink-ის სადგურებზე თავდასხმებში იყვნენ ჩართულნი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)