00:33 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-01 17:31:23, 1477 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბერძენიშვილი: ივანიშვილი საჯაროდ უტიფარ ტყუილებს მიუჩვეველია, ამიტომ სიმორცხვე სახეზე ეტყობოდა

აჭარაში „ რესპუბლიკური პარტიის" საარჩევნო სიის პირველი ნომერი დავით ბერძენიშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებებს გამოეხმაურა.

ივანიშვილის თქმით, ლევან ვარშალომიძე, დავით თარხან-მოურავი და დავით ბერძენიშვილი ერთი დონის პოლიტიკოსები არიან. ამასთან, ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ  "ქართული ოცნება" საქართველოს პარლამენტში ასი კაცით იქნება წარმოდგენილი.

დავით ბერძენიშვილმა ივანიშვილის ამ განცხადებას არასერიოზული უწოდა და მას  2012 წლის არჩევნების შედეგები შეახსენა:

"საქართველოს პარლამენტში  150-დან 100 კაცი ვიქნებითო, აჭარის უმაღლეს საბჭოში 21-დან 15 კაციო,  55% ავიღეთ მთელმა კოალიციამ 2012 წელს და 85 კაცზე მეტი ვერ შევედით და 13 კაცზე მეტი მაშინაც ვერ შევიდა აჭარის უმაღლეს საბჭოში. მოკლედ, ეს არ არის სერიოზული განცხადება. ეს არის ერთგვარი პროპაგანდა. არ ვთვლი, რომ ეს არის კვალიფიციური პროპაგანდა. საერთოდ,  ბიძინა ივანიშვილი არ არის მიჩვეული უტიფარ ტყუილებს საჯაროდ. ამიტომაც, სახეზე ეტყობოდა კიდეც ძალიან მორცხვად თქვა, ეს სამი გვარი რომ დაუსახელეს, რომ ესენი ერთი დონის პოლიტიკოსები არიან. ამ სამში მე ყველაზე უკეთ მიცნობს და მეც ყველაზე უკეთ ვიცნობ ამ სამიდან ივანიშვილს. ამიტომ  იყო ის ასეთი მორცხვი. ბუნებრივია, ეს არის პოლიტიკური ტექნოლოგია. დრომოჭმული, ეს არ არის 21-ე საუკუნის პოლიტტექნოლოგია, რომ მოდი იგნორირება გავუკეთო რეალურ პოლიტიკურ ოპონენტებს. ბიძინა ივანიშვილმა თავი დაინიშნა შევარდნაძედ და მისი "ქართული ოცნება" დანიშნა მოქალაქეთა კავშირად, ხოლო  აბაშიძედ დანიშნა სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" დანიშნა აღორძინებად. 20-ე საუკუნის მეორე ნახევარში და 21-ე საუკუნის დასაწყისში ქართული პოლიტიკური ტექნოლოგია იყო ამ ტიპის, რომ ვისაც გეშინიათ აბაშიძის, ხმა მოგვეცით შევარდნაძეს და პირიქით. მაგრამ 2003 წელს ჩვენ ეს სისტემა მივანგრიეთ. ასე რომ, ეს არ არის დღეს სერიოზული.  ქართული პოლიტიკური სივრცე "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" მიერ შევსებული ვერ არის სანახევროდაც კი. ივანიშვილმა ხომ თქვა, რომ 15 კაცი ეყოლება აჭარაში, 21-დან და 100 ეყოლება "ქართულ ოცნებას" თბილისში, საქართველოს პარლამენტში, მე კი მგონია, რომ უმრავლესობას ერთ პარტიას, მათ შორის მის პარტიას არ ეყოლება,  ეს დრომოჭმული, არაკვალიფციური მიდგოა ქართველმა ხალხმა მრავალი წლის წინ დაძლია. "ნაციონალური მოძრაობის"  და "ქართული ოცნების" ჯამი ნახევარს თუ მიაღწევს, ეს მათთვის მაქსიმუმია, მეორე ნახევარი იქნება  სხვა პოლიტიკური პარტიების. 6-7  პოლიტიკური ორგანიზაცია არის კონკურენტუნარიანი. აჭარაში ეს კონკურენცია იქნება მაღალი. აჭარაში ეს დაახლოებით შვიდიოდე სუბიექტი იბრძოლებს ბარიერის გადასალახად. აქედან, ზოგს მეტი შანსი აქვს, ზოგს-ნაკლები. პროცესი გვიჩვენებს",-განაცხადა დავით ბერძენიშვილმა "ექსპრესნიუსთან" საუბარში.

მისივე განმარტებით, ""ქართული ოცნების" მაქებარმა  ივანიშვილმა აჭარის უმაღლეს საბჭოში მისი კოალიცია ვერ დაიცვა":

"ძალიან კვალიფიციური კითხვები დაუსვეს ჟურნალისტებმა და ივანიშვილის  პასუხები იყო უსუსური, მას არც ჰქონდა კარგად საქმე საპასუხოდ, რადგან დაეშალა კოალიცია, "ქართული ოცნება". უმრავლესობა დაიშალა იმიტომ, რომ მურმან დუმბაძეს მიანდო მან 2012 წელს აჭარის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება და  რომ წავიდა მურმან დუმბაძე, გაყვა ნახევარი მის მიერ შეთავაზებული ხალხისა და მეორე ნახევარი დარჩა. ასე რომ, საკადრო არაკვალიფიციურობამ იჩინა თავი. ვერც კი დაასახელა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" პირველი პირი ვინ იქნება  აჭარაში, ისე თქვა, რომ ის იქნება ფავორიტი. ხაბაძე ახსენა პოზიტიურ კონტექსტში. თუ ხაბაძე უნდა იყოს აჭარაში "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი, ბარემ გვითხრან. თუ სხვა უნდა იყოს, ისიც გვითხრან.  მე, როგოც "რესპუბლიკური პარტიის" საარჩევნო სიის ლიდერი აჭარის  უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, უკვე ბევრჯერ გამოვიწვიე როგორც "ნაციონალური მოძრაობის", ისე "ქართული ოცნების", ისე "პატრიოტთა ალიანსის"  პირველი ნომრები დებატებში ნებისმიერ არხზე, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი რაოდენობით. როდესაც თარხან-მოურავზე ერთი სასაყვედურო არ თქვა ივანიშვილმა მას შემდეგ, რაც პოლიტიკური თვალსაზრისით გაუგონარი "სიბრძნეები" აფრქვია მან- ქვეყანასთან, რომელთანაც დიპლომატიური  ურთიერთობა გვაქვს, იმ ქვეყანას დაარქვა ოკუპანტი. 80 მილიონიან ქვეყანას, რომელიც პარტნიორია ნატო-ს ხაზით, თითი უქნიო და მტერი ეძახო, ეს კვალიფიციური პოლიტიკური ლიდერების მიერ მოითხოვს ადეკვატურ მკაცრ შეფასებას. ივანიშვილმა არ დააპირა ეს შეფასება, ისევე როგორც არც სხვა ლიდერებმა. ივანიშვილი  იმიტომ ჩაერთო ამ საქმეში "ქართული ოცნების" სასარგებლოდ, რომ ცუდად აქვთ საქმე. ივანიშვილმა თქვა, მე მოვიგებ და წავალო. მოიგო  1 წელიწადი იპრემიერა და წავიდა. ივანიშვილმა რომ მოიგო ჩვენთან ერთად, იყო კარგი, მისი პრემიერობის დროს  ქვეყანა მიდიოდა წინ, თვითმმართველობის არჩევნებიდან მოყოლებული,  განსაკუთრებით დღეს, როდესაც ის ერთვება პოლიტიკაში, მისი ასეთი ჩართვა პოლიტიკაში სასარგებლო არ არის. სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ მრავალპარტიულობისკენ გაეღრმავებინა საკუთარი ხედვები, რისი  იმედიც ჰქონდა მას 2012 წელს, ახლა ის  პოლიტიკურად შეშინებულს ჰგავს. ამიტომ, გოგა ხაინდრავას ფილმების იმედად არის, რომ  არიქა მტერია "ნაციონალური მოძრაობა"",-აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა და დასძინა, რომ ივანიშვილმა 2012 წელს ავტორიტარული  რეჟიმის დამარცხებაში განმსაზღვრელი როლი ითამაშა და ამას ყოველთვის დააფასებს. თუმცა, ბერძენიშვილის შეფასებით, ივანიშვილი ცდილობს, ერთპარტიული მმართველობა შექმნას:

"და 2/3 და 3/4 ჰყავდეს საქართველოს პარლამენტში და აჭარის უმაღლეს საბჭოში, მითუმეტეს, როდესაც ამომრჩევლის მხარდაჭერა ასეთი არ არის და ასეთი ამოცანის დასახვა გაყალბებებისკენ უბიძგებს საარჩვნო ადმინისტრაციას, ასეთ ვითარებაში ივანიშვილი არც გულწრფელია და არც კვალიფიციური",-განუცხადა  დავით ბერძენიშვილმა "ექსპრესნიუსს".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics