18:49 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-01 14:49:31, 1359 ნახვა

სამართალი
დედის დაჭრაში ბრალდებულ ხაჩიროვს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი შმაგი ხაჩიროვი სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლით დამნაშავედ სცნო.

"სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ  2016  წლის 9 ივლისს დაახლოებით 14:20 საათზე, შმაგი ხაჩიროვი დედასთან ნ. თ.-თან ერთად ქ.თბილისში, მშვიდობის ქუჩაზე მათ საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფ შმაგი ხაჩიროვსა და დედამისს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე კონფლიქტი წარმოიშვა, რა დროსაც შმაგი ხაჩიროვმა სამზარაულოს მაგიდიდან დანა აიღო და ნ. თ.-ს მარცხენა წინამხრის არეში მიაყენა ჭრილობა.

სამართალდამცველებმა შმაგი ხაჩიროვი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლით (ჯამრთელობის განზრახ დაზიანება ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ შმაგი ხაჩიროვი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა  თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით",-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics