20:38 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-01 14:06:43, 1104 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური პოლონეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური პოლონეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც პოლონეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე მარიუშ ხალადნი ხელმძღვანელობს.

როგორც "ექსპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და პოლონეთს შორის პარტნიორობის საკითხებს შეეხო. ფინანსთა მინისტრმა, განსაკუთრებით ხაზი გაუსვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმატებულ თანამშრომლობას პოლონეთის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დაზვერვის დეპარტამენტთან და იმედი გამოთქვა, რომ პოლონურ-ქართული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა სტუმრებს საგადასახადო სფეროში განხორციელებული რეფორმების, მათ შორის, მოგების გადასახადის ახალი სისტემის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც ქვეყანაში 2017 წლიდან ამოქმედდება.

უწყების ინფორმაციით, საუბარი, ასევე, ლიბერალიზაციისა და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შესულ  ცვლილებებს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებს, ზოგადად, ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკას შეეხო, რომლის მთავარი ამოცანაა, კერძო სექტორისა და უცხოური ინვესტიციებისათვის, ასევე ბიზნესის დაწყებისა და განვითარებისათვის მიმზიდველი და ხელსაყრელი გარემოს შექმნა.

პოლონეთის რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები გაეცნენ იმ ნაბიჯებს, რომელიც ქვეყანამ გადადგა ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიმართულებით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრო პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანჟეი ჩიეშკოვსკი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics