|
2016-09-01 12:35:45, 1961 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: ერთადერთი კაცი გიორგი კვირიკაშვილია, ვისაც სახელმწიფო დონეზე აზროვნება ხელეწიფება
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ერთადერთი პარტია, ვისაც სახელმწიფოებრივად აზროვნება შეუძლია, "ქართული ოცნებაა". ამის შესახებ ივანიშვილმა GDS-ის ახალ გადაცემაში განაცხადა, სადაც სტუმრის სტატუსით მონაწილეობს და აჭარის რეგიონის მედიის შეკითხვებს პასუხობს. "და ერთადერთი კაცი, ლიდერი, გიორგი კვირიკაშვილია, ვისაც ხელეწიფება სახელმწიფო დონეზე აზროვნება. "ქართულმა ოცნებამ" 4 წლის განმავლობაში დაამტკიცა, უამრავი გარდაქმნები მოხდა საქართველოში. გაიხსენეთ, სად ვიყავით ჩვენ-მთლიანად მონოპოლიზირებული, ერთი კაცისგან მართული მედია. მთლიანად მართული ბიზნესი,ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის იყო წაშლილი," ნაციონალური მოძრაობა" და ხელისუფლება ერთი იყო. პოლიცია მხოლოდ ერთი პარტიის სამსახურში იყო ჩამდგარი და ეს პარტია კი, ერთ კაცზე და პატარა გუნდზე იყო მორგებული. წამებები, მკვლელობები, ძარცვა რამდენიც გინდათ. მთელი საქართველო ციხედ იყო გადაქცეული და კულტურული ხელწერით, ყოველგვარი ძალადობის გარეშე, რაც მოსახლეობის დიდ ნაწილს არ მოეწონა, რომ ისე არ დავსაჯეთ, როგორც იმსახურებდნენ, შევცვალეთ ხელისუფლება",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
დააკავეს ქალი, რომელმაც მარნეულში, ხორცის მაღაზიაში ახალგაზრდა კაცი დაჭრა
თიბისის და მეტროპოლის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის
კრემლმა განაცხადა, რომ უკრაინასთან ახალი მოლაპარაკებების დაწყება დამოკიდებული იქნება „ბრძოლის ველზე არსებულ სიტუაციაზე“
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ კომპლექსს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)