23:06 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-01 11:58:27, 588 ნახვა

საზოგადოება
მღებრიშვილი: გერმანიაში საქართველოს თუნდაც ერთი მოქალაქის მიერ ჩადენილი დანაშაული, უკვე ჩვენი ქვეყნის პრობლემაა

გერმანიაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი შტუტგარტში ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტრს, თომას შტრობლს შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გერმანიის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს.

როგორც საქართველოს შს მინისტრმა აღნიშნა, იგი გერმანელ კოლეგებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

„ვინაიდან გერმანია ფედერალური ქვეყანაა, ცალკეული ფედერალური მიწების სამართალდამცავ სტრუქტურებთან ურთიერთობას, არსებული ვითარების გაცნობას, გამოცდილების გაზიარებასა და ინფორმაციის გაცვლას დიდი მნიშვნელობა აქვს. გერმანიაში საქართველოს თუნდაც ერთი მოქალაქის მიერ ჩადენილი დანაშაულიც კი უკვე ჩვენი ქვეყნის პრობლემაა და მის იმიჯს სერიოზულ ზიანს აყენებს. ამიტომ, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ ამ პრობლემის დასაძლევად. საჭიროა პრიორიტეტების განსაზღვრა, საერთო პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების დასახვა,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს შს მინისტრი პირადად შეხვდა გერმანიის უკვე 6 ფედერალური მიწის შს მინისტრებს.

თავის მხრივ, თომას შტრობლმა ქართულ სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობას, განსაკუთრებით, საგამოძიებო სფეროში, მაღალი შეფასება მისცა და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოხატა.

მხარეები დანაშაულთან ბრძოლის კუთხით პრევენციული ზომების გაძლიერებაზე, ინფორმაციისა და სამუშაო ჯგუფების სისტემატურ გაცვლაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრის დასასრულს, გიორგი მღებრიშვილმა და თომას შტრობლმა ხელი მოაწერეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ბადენ–ვიურტემბერგის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა, გაციფროვნებისა და მიგრაციის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს“, რომელიც დანაშაულის აღკვეთისა და მასთან ბრძოლის სფეროში შესაბამის უწყებებს შორის საპოლიციო თანამშრომლობისა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics